ისრალიეს პრემიერმინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ისრაელის ოფიციალური განცხადების მიხედვით, ნეთანიაჰუმ პუტინთან უკმაყოფილება გამოხატა რუსეთის “ანტიისრაელური პოზიციების” გამო.
ისრაელის პრემიერმინისტრმა ასევე არ დამალა შეშფოთება რუსეთისა და ირანის თანამშრომლობის საკითხზე.
მეორე მხრივ, პუტინმა დაგმო “ყველა ფორმის” ტერორიზმი და ამავდროულად, აღნიშნა, რომ ტერორიზმის შეკავების პოლიტიკას მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი მსხვერპლი არ უნდა მოჰყვეს.
“ვლადიმირ პუტინმა კიდევ ერთხელ გამოხატა პრინციპული პოზიზია და დაგმო ტერორიზმის ყველა ფორმა. ამავდროულად, უკიდურესად მნიშვნელოვანია, კონტრტერორისტულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს ასეთი მძიმე შედეგები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის”. – ვკითხულობთ კრემლის განცხადებაში.