ნეთანიაჰუმ აშშ-ის კონგრესს ათასობით დემონსტრანტის პროტესტის ფონზე მიმართა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა -ის კონგრესს განუცხადა, რომ დაწრმუნებულია, ღაზაში დატყვევებული მძევლების გათავისუფლების ძალისხმევა წარმატებული იქნება. მ, კონგრესს ოთხშაბათს, კაპიტოლიუმთან გამართული მასშტაბური საპროტესტო დემონსტრაციის ფონზე მიმართა.
„ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ინტენსიურ ძალისხმევაში მათი [მძევლების] გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. დარწმუნებული ვარ, შესაძლებელია ეს ძალისხმევა წარმატებული იყოს“, – თქვა ნეთანიაჰუმ კონგრესის წინაშე, როცა მას ფეხზე დამდგარი, ოვაციებით მიესალმნენ.
კონგრესში მის გამოსვლას არ დაესწრო ათობით დემოკრატი კანონმდებელი. მათ შეშფოთება გამოხატეს, „ჰამასის“ მიერ მართულ ღაზაში, ს კამპანიის შედეგად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვისა და ჰუმანიტარული კრიზისის გამო.
ომი, ოქტომბრის დასაწყისში, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმით დაიწყო, რომელმაც 1200 ადამიანი იმსხვერპლა 250 ადამიანი კი დაატყვევეს, რომელთაგან 120 ამ დრომდე ტყვეობაში რჩება. ისრაელი აცხადებს, რომ „ჰამასის“ მძევალთაგან ყოველი მესამე მკვდარია. „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ისრაელის საპასუხო სახმელეთო და საჰაერო თავდასხმების კამპანიას, 39000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.
რესპუბლიკელების მიერ აპლოდისმენტებით, დემოკრატების მხრიდან კი შედარებით მოკრძალებული მიღების შემდეგ, ნეთანიაჰუმ კონგრესში თქვა, რომ „ამერიკა და ისრაელი ერთად უნდა დადგნენ.“
ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლისას, შეერთებული შტატების კაპიტოულიუმი, 2021 წლის 6 იანვრის თავდასხმის შემდეგ, ყველაზე მკაცრი უსაფრთხოების ზომებით იყო დაცული. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობა, რკინის ჯებირებითა და სამართალდამცავებით იყო გარშემორტყუმლი.
ნეთანიაჰუს გამოსვლამდე, აშშ-ის კაპიტოლიუმის პოლიციამ განაცხადა, რომ ზოგიერთი დემონსტრანტი ძალადობრივად იქცეოდა, რის გამოც მათ წიწაკის სპრეი გამოიყენეს.
პროპალესტინელი ჯგუფები და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, შეერთებულ შტატებში, თვეების განმავლობაში აპროტესტებდნენ ღაზაზე ისრაელის საპასუხო თავდასხმას.