“ნებისმიერ ნორმალურ ნაკრებში ამას დიდი განხილვა და გუნდიდან მოკვეთა მოჰყვებოდა” – უკრაინელმა ჟურნალისტმა საქართველოსთან მატჩამდე თავისი ქვეყნის ნაკრებზე სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა

“ნებისმიერ ნორმალურ ნაკრებში ამას დიდი განხილვა და გუნდიდან მოკვეთა მოჰყვებოდა” – უკრაინელმა ჟურნალისტმა საქართველოსთან მატჩამდე თავისი ქვეყნის ნაკრებზე სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა
უკრაინელმა ჟურნალისტმა მიხაილ სპივაკოვსკიმ Youtube არხ TaToTake-ზე თავისი ქვეყნის ნაკრებზე სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც სერგეი რებროვის გუნდში ევრო 2024-ზე ტურნირში ჩართვამდე მოხდა.
“მე და სხვა არაერთმა ადამიანმა ვიცით ის ამბავი, რომელიც უბრალოდ არ უნდა მომხდარიყო. უკრაინის ნაკრების უკვე ბაზაზე იყო და მეორე დღეს რუმინეთთან მატჩისთვის ემზადებოდა, რომელიც საბოლოოდ 0:3 დათმო.
ერთ-ერთი ფეხბურთელი კი ვარჯიშის შემდეგ ბაზიდან სასტუმრში წავიდა და მთელი ღამე იქ მეუღლესთან დარჩა. ამას ნებისმიერ ნორმალურ ნაკრებში დიდი განხილვა და გუნდიდან გარიცხვა მოჰყვებოდა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა.
საინტერ
ესოა, რომ ეს ფეხბურთელი რუმინეთთან შეხვედრაში სასტარტო თერთმეტეულში გახლდათ”, – ამბობს სპივაკოვსკი.
ინფორმაციისთვის, უკრაინის ნაკრები ევრო 2024-ზე ჯგუფში დარჩა. სერგეი რებროვის გაწვრთნილი გუნდი ერთა ლიგის B ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეა და 11 ოქტომბერს პოზნანში სწორედ შემდეგ შეხვედრაში სანიოლის გაწვრთნილებთან პოზნანში გამართავს.