ნებისმიერ კონტექსტში, ნებისმიერ შემთხვევაში, მკვლელობის მცდელობის ხსენება გამაოგნებელია – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ს განცხადებით, მკვლელობის მცდელობის ხსენება ნებისმიერ კონტექსტში არის გამაოგნებელი.
შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა საქართველო პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.
„პრემიერ-მინისტრმა მაცნობა ამის შესახებ. მართლაც გამაოგნებელია ამ კონტექსტში მკვლელობის მცდელობის მოყვანა. ნებისმიერ შემთხვევაში, რაიმე კონტექსტში ხსენება ამ ფაქტის გამაოგნებელია. დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა… – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.
„ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“. როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებული შანტაჟის კონტექსტში ახსენებენ ს პრემიერ-მინისტრს, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა და რომელიც ამჟამადაც მკურნალობას გადის, ეს ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელია“, – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.