ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ბანკმა ანგარიშის გახსნაზე უარი უთხრას – გიორგი კაკაურიძე

ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ბანკმა ანგარიშის გახსნაზე უარი უთხრას – გიორგი კაკაურიძე
„ის, თუ როგორ მოიქცევიან საქართველოს ბანკები, მათი პოლიტიკის ნაწილია“, – ამის შესახებ გიორგი კაკაურიძემ მედიასთან განაცხადა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ჰკითხეს, “ფორმულას” მიერ, წყაროზე დაყრდნობით მოპოვებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ბანკებმა, ს საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა პრე-სასანქციო პერიოდის გამო შეუზღუდეს.
კითხვაზე, იქნება თუ არა იგივე ქმედება მართებული ქართული ბანკების მხრიდან, კაკაურიძე პასუხობს, რომ ეს ბანკების პოლიტიკის ნაწილია.
„არ ვიცი თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ. მე, არ მაქვს მსგავსი ინფორმაცია, რომ ვინმეს კომერციულმა ბანკებმა ანგარიში დაუხურეს. მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს. ამიტომ, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ის, როგორ მოიქცევიან საქართველოს ბანკები, ეს მათი პოლიტიკის ნაწილია. როცა ეხება სანქციებს ეხება საქმე, სანქციების აღსრულებას ბანკები უზრუნველყოფენ. დანარჩენი, ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის მე და თქვენ შეიძლება ბანკმა ანგარიშის გახსნაზე უთხრას უარი და ამაზე, ვერ მიედავება ვერავინ.
ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა რიგით მოქალაქეს, არც თქვენ იცნობთ, არც მე, ბანკმა ანგარიში არ გაუხსნა და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა კაკაურიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ