ნებისმიერმა თანამდებობის პირმა ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში, ვფიქრობ, რაღაც დასკვნები უნდა გამოიტანოს, მინიმუმ უნდა გადახედოს იმ წყაროებს, რა წყაროებითაც ინფორმაციას იღებდა – ხომ ნახეს, რა ყოფილა ქართველების ინტერესი

ნებისმიერმა თანამდებობის პირმა ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში, ვფიქრობ, რაღაც დასკვნები უნდა გამოიტანოს, მინიმუმ უნდა გადახედოს იმ წყაროებს, რა წყაროებითაც ინფორმაციას იღებდა – ხომ ნახეს, რა ყოფილა ქართველების ინტერესი
მეგობრებო, ვერ დაარწმუნებთ ქართველებს, რომ ლბგტ პროპაგანდაზე გადის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ. იგი ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო და გამჭვირვალობის შესახებ კანონები მათთვის პრობლემურია. კირცხალიასთვის გაუგებარია, აღნიშნული კანონები როგორ უშლის ხელს საქართველოს ევროინტეგრაციას.
„პირადად მე და ჩემი გუნდის არაერთ წევრს, არაერთი პლატფორმიდან გვისაუბრია, რომ აღნიშნული ჩვენთვის გასაკვირია და ვსვამთ ობიექტურ კითხვას. ვესაუბრებით მათ; ასევე ვუსვამთ კითხვას აქ, ჩვენს მოქმედ ოპოზიციას „კოლექტიური ნაცმოძრაობიდან“, აგვიხსნან ჩვენმა მეგობრებმა, პარტნიორებმა, შემოვიდნენ სამართლებრივ დისკუსიაში, თუ როგორ შეიძლება გამჭვირვალეობის შესახებ კანონი იყოს შემაფერხებელი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.
ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, პირდაპირ დარწმუნებითა და დამაჯერებლად საუბრობდნენ, ეს არ არის თურმე, ქართველი ხალხის ინტერესი – ეს იყო წინასაარჩევნოდ. ახლა ყველამ ნახა 26 ოქტომბრის შედეგები. ჩემი აზრით, ამით ობიექტურად დაკვირვებულმა ადამიანმა, ნებისმიერმა თანამდებობის პირმა ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში, ვფიქრობ, რაღაც დასკვნები უნდა გამოიტანოს, მინიმუმ უნდა გადახედოს იმ წყაროებს, რა წყაროებითაც ინფორმაციას იღებდა, რაც შემდეგ აძლევდათ საფუძველს, რომ თურმე, ეს არ ყოფილა ქართველების ინტერესი; ხომ ნახეს, რა ყოფილა ქართველების ინტერესი“, – აღნიშნა კირცხალიამ.
ევროპარლამენტში საქართველოში ჩატარებული ს შესახებ დებატები გაიმართა. მწვავე განხილვა თითქმის ცარიელ დარბაზში, სადაც მხოლოდ დებატებში მონაწილეები იყვნენ, ევროკომიისის წარმომადგენელმა გახსნა.