“ნებისმიერი სახის კომუნიკაცია იქნება საკმარისი, რომ საქართველოს ფარგლებს მიღმა გაჩნდეს საარჩევნო უბანი” | კუპრაძე ემიგრანტებს

პრეზიდენტის ინიციატივას ემიგრანტებისთვის საარჩენო პრეცესში მონაწილეობის გამარტივების შესახებ ოპოზიციაც შეუერთდა. პარტია |”ლელოში” აცხადებენ, რომ აუცილებელია, საზღვრებს გარეთ გახსნილი უბნების რაოდენობის გაზრდა და ყველა იმ ქალაქის დამატება, სადაც საქართველოს ათასობით მოქალაქე ცხოვრობს.
პარტიის გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ემიგრანტებს მოუწოდა, ნებისმიერი სახის კომუნიკაციით მიმართონ მათ და თქვა, რომ ეს საკმარისი იქნება საქართველოს ფარგლებს მიღმა საარჩევნო უბნების გასახსნელად.
“წლების განმავლობაში, 2020 წლიდან დღემდე ვმუშაობთ ემიგრაციასთან, ახლახანს დასრულდა შეხვედრები -ში. ამჟამად “ლელოს” პარტიის თავმჯდომარე, იმყოფება დიდ ბრიტანეთში, სადაც მართავს შეხვედრებს ემიგრაციასთან და ჩვენ ვიქნებით აქტიურად ჩართული ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის მინიჭების უფლებისთვის, რასაც ართმევს “ქართული ოცნება” ყოველდღიურად. მოგიწოდებთ ემიგრაციას, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, დაგვიკავშირდეთ, შეგვეხმიანოთ, გამოგვიგზავნოთ წერილი. ნებისმიერი სახის კომუნიკაცია იქნება საკმარისი იმისთვის, რომ “ლელომ” იბრძოლოს თქვენს უბანში, თქვენს დასახლებაში, თქვენს ქალაქში, რომ საქართველოს ფარგლებს მიღმა გაჩნდეს საარჩევნო უბანი”, – ამბობს კუპრაძე.