“ნებისმიერი საუბარი საქართველოსთან შეერთებაზე უადგილოა” – ცხინვალში ირაკლი კობახიძეს უპასუხეს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც საქართველოს ხელისუფლების მიზანი სა და ცხინვალის დაბრუნებაა.
„აბსოლუტურად უადგილოდ მიგვაჩნია ნებისმიერი საუბარი საქართველოსთან შეერთებაზე. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა არის სახელმწიფო, რომელმაც მოიპოვა თავისი დამოუკიდებლობა ქართულ ფაშიზმთან ხანგრძლივი სისხლიანი ბრძოლაში და გადაიხადა უზარმაზარი ფასი თავისუფლებისთვის“, – აცხადებენ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მათი მტკიცებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის არჩევანი გადახედვას არ ექვემდებარება და ე.წ. „ქვეყანა“ ირჩევს სუვერენული სახელმწიფოებრიობის აშენების და ს ფედერაციასთან ინტეგრაციული კავშირების გაძლიერების გზას. ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ასეთი განცხადებები შეიძლება „რეალურ საფრთხედ იქცეს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის“.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე – 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი”.