“ნებისმიერი რევოლუცია განწირულია, სადაც ბარიკადებზე დგას” –

“გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ ნებისმიერი რევოლუცია განწირულია, სადაც ბარიკადებზე დგას.

“ეს აქცია არ არის იმისთვის, რომ რაიმე შედეგს მიაღწიონ, ეს აქცია არის იმისთვის, რომ ხალხი დაიღალოს და “ქართული ოცნების“ ოთხწლიან მმართველობას შეეგუოს. ოღონდ ამაში ოპოზიცია და ენჯეო მონაწილეობენ.

ამას რომ ვამბობდი, “ქოცებთან“ შეკრულს მეძახდნენ, ახლა ხომ არ ვარ პარლამენტში. „ქოცებთან“ რომ ვყოფილიყავი შეკრული, პარლამენტში ვიქნებოდი. ახლა ხალხს დაღლიან და წაგებას შეაგუებენ.

მჯერა, რომ ნებისმიერი რევოლუცია განწირულია, სადაც ბარიკადებზე ნიკა გვარამია დგას. შემთხვევითი ამბავი არ არის, რომ ის ბარიკადებისკენ იქაჩება. თუ უნდათ, რევოლუცია არ შედგეს, ბარიკადებზე ის ხალხი უნდა იდგეს, ვინც დგას. მათი რეპუტაციით რევოლუციის მოწყობა შეუძლებელია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის