სამწუხაროდ, ჩვენ საწყისი პერიოდიდან დღემდე გვქონდა საქმე მხოლოდ დესტრუქციასთან, ჩვენ არ გვქონდა არანაირ კონსტრუქციულ დიალოგთან საქმე, იმიტომ, რომ განხილვის, დიალოგის, დემოკრატიული ინსტრუმენტების გამოყენებით ყველაფრის მიღწევა შეიძლებოდა.
თუ არსებობდა კონკრეტული კითხვები… არა” არ არის არგუმენტი, ჰო? “არა”-ს შეიძლება ჰქონდეს რაღაცა არგუმენტები, “ამიტომ არა” და ასე შემდეგ, თუ ასეთი იყო, ჩვენს ოპოზიციას შეეძლო, ეს პარლამენტის ფორმატში დაეფიქსირებინა.
ასევე, არაერთხელ იყო გაცხადებული, რომ მმართველი გუნდი არის ღია დიალოგისთვის, მათ შორის, საჯარო დიალოგისთვის, აქაც, ასევე, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვქონდა დიალოგი, არ მოგვისმენია არგუმენტები, იმისთვის, რომ რამე შეგვეცვალა ან გაგვეუმჯობესებინა.
საბოლოოდ, იყო საუბარი იმაზე, რომ ვეტოს ფორმატი თავისი იურიდიული შინაარსით ითვალისწინებს, კონკრეტულ კომენტარებს, კონკრეტულ რეკომენდაციებს, მოსაზრებებს, რომელიც შეიძლება, ასახულიყო საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან და ეს მზაობაც დაფიქსირდა არაერთხელ. ეს მომენტიც არ იყო გამოყენებული.
იმ შემთხვევაში თუ როგორ შეიძლება ეს შეიცვალოს… თუ იქნება დიალოგი, თუ იქნება კონსტრუქციული მსჯელობა, ნებისმიერ კანონში შედის ცვლილებები, იმ შემთხვევაში თუ ასეთი პროცესი წარიმართა, მაგრამ აქამდე ჩვენ სამწუხაროდ ესეთი პროცესი ვერ ვიხილეთ.
სამწუხაროდ, ეს პროცესი აქამდე ასე არ წარიმართა, ჩვენ არ მოგვისმენია არაფერი, თუმცა, ნებისმიერი კანონი შეიძლება შეიცვალოს და ის, რომ ჩვენ ვიყავით მზად, რომ მოგვესმინა არგუმენტირებული შენიშვნები, ეს მზადყოფნა კიდევ ერთხელ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ არსებობს საქართველოს ხელისუფლებაში, რომელზეც ყოველთვის საუბრობს საქართველოს პრემიერიც.
