“ნება მოპარულია”, “ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი” – ამ შინაარსის ბანერები გადმოფინეს თბილისში, სხვადასხვა ხიდებიდან (ფოტოები)

“ნება მოპარულია”, “ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”, “ნებამ გაჟონა”- ამ შინაარსის ბანერები გადმოფინეს თბილისში, სხვადასხვა ხიდებიდან.

მოქალაქეები მოპარულ არჩევნებს აპროტესტებენ.

პარალელურად, 24 საათიანი უწყვეტი აქცია იმართება დედაქალაქის ცენტრში.

დედაქალაქი პროტესტის ახალმა ტალღამ მოიცვა – თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსთან, 24-საათიანი უწყვეტი აქცია უკვე დაიწყო, გაიშალა კარვები.

ოპოზიციის ინფორმაციით, შემდეგი 24 საათის განმავლობაში გადაიკეტება ჭავჭავაძე, მელიქიშვილი, ვარაზისხევი და ასე დაიწყება მშვიდობიანი წინააღმდეგობის მოძრაობა.

დემონტრანტების მთავარი მოთხოვნა ს ხელახლა ჩატარებაა. ისინი ს მიერ გამოცხადებულ არჩევნების შედეგებს არ ენდობიან და აცხადებენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” 26 ოქტომბერს არჩევნები გააყალბა.