ნებადართული ნადირობა კვარაცხელიაზე – როგორია მისი მდგომარეობა?

სერი A-ს პირველ ტურში „ვერონას“ ფეხბურთელები თავიდანვე ძალიან ეუხეშებოდნენ „ნაპოლის“ გარემარბ ს. ჯერ პაველ დავიდოვიჩი უკნიდან შეეჯახა და წააქცია, რასაც მსაჯმა ყურადღება არ მიაქცია. შემდეგ „კვარა“ ჯექსონ ტშატშუამ მოცელა და ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი ტაიმის ბოლოს კი კვარაცხელიას გამოუყენებელი მომენტის მერე დავიდოვიჩი განზრახ შეეჯახა და შესაცვლელი გახდა. ერთი სიტყვით, ქართველზე ნადირობამ შედეგი გამოიღო.
ნეაპოლური კლუბის სამედიცინო სამსახურის ცნობით, ხვიჩას პრობლემა შეექმნა და კუნთიც დაეჭიმა, თუმცა საგანგაშო არაფერია. ის, სავარაუდოდ, 25 აგვისტოს „ბოლონიასთან“ თამაშს შეძლებს. ერთია ოღონდ სათქმელი – ეს
კვარაცხელიას მიმართ მიზანმიმართული უხეშობაა და მსაჯებს მისი დაცვა მართებთ.