“ნეაპოლში ჩამოვიდა ქართველი, რომელსაც სამშობლოშიც არ იცნობდნენ” – იტალიელი ჟურნალისტის უკბილო ხუმრობა

Transfermarkt-მა სერია A-ს ფეხბურთელთა განახლებული ფასები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ხვიჩა კვარცხელიას ფასი ისევ 80 მილიონი ევროა და ნიკოლო ბარელასთან (ინტერი) ერთად ყველაზე ძვირადღირებულია. კვარაცხელია სექტემბერში ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და ცოტა უცნაურია, როდესც ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეიძლება „ლეჩესთან“ მატჩში სათადარიგო იყოს.
რა თქმა უნდა, ეს „ნაპოლის“ პრეზიდენტის აურელიო დე ლურენტისის ხრიკებია, რომელიც უკმაყოფილოა იმის გამო, რომ ხვიჩას კონტრაქტის გახანგრძლივება არ უნდა. Mediaset-ის ცნობით, კლუბი თანახმაა ქართველს ხელშეკრულების განახლების სანაცვლოდ უკვე წელიწადში 6 მილიონზე მეტი გადაუხადოს.
„ნაპოლის“ ყოფილმა ნახევარმცველმა და ამჟამად
„რენატეს“ სპორტულმა დირექტორმა ოსკარ მაგონიმ რადიო 1 Station-ის ეთერში განაცხადა, რომ ქართველი გუნდის საკვანძო ფეხბურთელია, ლიდერია, 6 მილიონზე მეტს იმსახურებს, შეთავაზება მისი მოლოდინის შესაბამისი არ არის და ამის თაობაზე დე ლაურენტისს უნდა დაუსვან კითხვა.
ტელეკომპანია Televomero-სთან კვარაცხელიას შესახებ ჟურნალისტმა რიკარდო ტრევიზანიმ ისაუბრა: „6-მილიონიანი შეთავაზება კარგია, არ მგონია ის წელიწადში 15 მილიონის გადახდას იმსახურებდეს, მაგრამ თუ პსჟ 11 მილიონს სთავაზობს… „ნაპოლი“ ყველას კეთილსინდისიერად ექცეოდა, დე ლაურენტისი ძალით არავის აკავებდა. ორი წლის წინ ფაბიანი, ინსინიე და მერტენსი წავიდნენ“. ბოლოს მან ვითომ ხუმრობით თქვა: „აქ ჩამოვიდა ქართველი, რომელსაც სამშობლოშიც არ იცნობდნენ. ფეხბურთელები არიან, მხოლოდ მათი მოძებნა უნდა შეგეძლოს. ამ სიტუაციაში დუმილი ოქროა. რაც უფრო არეულობაა, მით უფრო მეტი ზიანი შეიძლება მიადგეს კლუბს“.
ნათქვამია: “სადაც არა სჯობს გაცლა სჯობს”!
ხვიჩა ფულზე არ დახარბდება, უბრალოდ თუ შეატყობს, რომ მუდმივად უნდა იყოს დაძაბული ვიღაც ვიღაცეებთან მაშინ მოიქცევა ისე, როგორც თავისი ნერვებისთვის აჯობებს (ჩვენც ყველა მასე არ მოვიქცეოდით მის ადგილზე?).
ისე კი სადაც არ უნდა წავიდეს ხვიჩა მისი ახლანდელი მდგომარეობა კარგი გაკვეთილი იქნება მისთვის მომავალში!
წარმატებები ხვიჩას!