ნეაპოლში მარადონას პატივსაცემად ტეკილა ბუცის ფორმის ბოთლში ჩამოასხეს

ნეაპოლში (იტალია) დიეგო მარადონას პატივსაცემად ოქროს ბუცის ფორმის ბოთლში ტეკილას საკოლექციო ვერსია გასაყიდად ჩაუშვეს.
ინფორმაციას Marca ავრცელებს.
ტეკილა მექსიკის ქალაქ გუანახუატოში დამზადდა. გამოცემის ცნობით, მარადონა ნეაპოლის მცხოვრებლებისთვის საკულტო ფიგურაა და ქალაქის სპორტულ-კულტურულ სფეროებში მისი გავლენა დღემდე იგრძნობა.
ლიმიტირებული რაოდენობის ტეკილის ბოთლის ფასი, დაახლოებით, 151,5 დოლარია.
ცნობისთვის: მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს, გულის შეტევით 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.
bpn.ge