“ნეაპოლში ისტორია უკვე დავწერე, ახლა ერთი მიზანი მაქვს” – რა განაცხადა ოსიმენმა?

“ნაპოლის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ ოსიმენმა ფრანგულ გამოცემა AFP-თან ინტერვიუში სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა. ნიგერიელის თქმით, მან “პარტენოპეისთან” ერთად ისტორია უკვე დაწერა, ახლა კი აფრიკის თასის მოგებაზე ფიქრობს.
“კონტრაქტის გახანგრძლივება “ნაპოლისთან”? კლუბის პრეზიდენტთან, აურელიო დე ლაურენტისთან კარგი ურთიერთობა მაქვს.
აფრიკის თასის მოგება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მომენტი იქნებოდა. “ნაპოლისთან” ერთად ჩემპიონი გავხდი, მე ისტორია დავწერე, კარიერაში ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი, მაგრამ თუ ნიგერიის ნაკრებთან ერთად აფრიკის თასს მოვიგებ, ჩავთვლი, რომ მთავარი მიზანი უკვე შესრულებული მაქვს”, – განაცხადა ოსიმენმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ ოსიმენმა “ნაპოლისთან” ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, სადაც გამოსასყიდ თანხად 120/130 მილიონი ევროა მითითებული.