ნეაპოლში განგაშია – “კვარამ” შეიძლება “ატალანტასთან” ვერ ითამაშოს

ნეაპოლურმა პრესამ საქართველოს ნაკრებს საბერძნეთის დამარცხება და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა, თუმცა ს ტრავმის გამო შეშფოთებულია არიან, რომელიც 109-ე წუთზე შეცვალეს.
calciomercato წერს, რომ “ნაპოლიში” კვარაცხელიას დაშავების გამო განგაშია, რადგან მარცხენა საზარდულის პრობლემა შეექმნა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. areanapoli-ს ცნობით, ხვიჩა ხვალ დილით ნეაპოლში ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გაირკვევა, მოახერხებს თუ არა 30 მარტს “ატალანტასთან” სერია A-ს 30-ე ტურის საშინაო შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას.
tuttonapoli აღნიშნავს, რომ “კვარას” ბერძენი მცველები დაუსრულებლივ ეუხეშებოდნენ და შესაძლოა, უბრალოდ კუნთის გადაღლილობა აქვს.