ნეაპოლში ბინის ქურდობისთვის 3 ქართველი დააკავეს

ნეაპოლში ბინის ქურდობისთვის სამი 28, 35 და 47 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
ზოგადი პრევენციისა და საზოგადოებრივი დახმარების ოფისის და არენელას პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა, ტერიტორიული პატრულირების დროს, ედოარდო ნიკოლარდის ქუჩაზე მდებარე ბინაში ქურდობის შესახებ შეტყობინებას უპასუხეს. ადგილზე მისულმა ოფიცრებმა სამი ნიღბიანი პირი შენიშნეს, რომლებმაც გაქცევა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათი დაკავება მაინც მოახერხა.
ჩხრეკის შედეგად ოფიცრებმა აღმოჩინეს ოქროსა და ვერცხლის სამკაულები, მათ შრის ბეჭდები, ყელსაბამები, საყურეები და სამაჯურები, ასევე რამდენიმე ბრილიანტი, ოთხი ცნობილი ბრენდის საათი, ორი საფულე, სხვადასხვა ქურდობის ხელსაწყო და 43 600 ევროს ღირებულების სხვადასხვა ნომინალის ბანკნოტები.
შემდგომი გამოძიების დროს ოფიცრებმა დაადგინეს, რომ ბინის შესასვლელი კარის საკეტი გატეხილი იყო, დაკავებულებმა ყველა ოთახი გაძარცვეს. მოპარული ნივთები მათ კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა.
ამასთან, დაკავებულები წარსულში ნასამართლევები იყვნენ დამამძიმებელ გარემოებებში საცხოვრებელი ფართის ქურდობისთვის, თავდასხმისა და საჯარო მოხელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ALDE იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთ ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა სასამართლოს შენობაში, თუმცა სიყალბეზე დაყრდნობით ცდილობს, აქცენტები გადაიტანოს – ეს მეტყველებს მათ ტრაგიკულ მდგომარეობაზე

თენგიზ შარმანაშვილი BBC-ის მასალაზე – მიხვდნენ, რომ „ნაცებს“ დაუდასტურდებათ ამ ნივთიერების შესყიდვა და ახალი ბოდვა დაიწყეს – რა თქმა უნდა, ვახტანგ გომელაურიც გამოიკითხება და დადგინდება, დახვდა თუ არა მას ეს მარაგები