ნეაპოლში აივნის ჩამონგრევის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა

ნეაპოლში აივნის ჩამონგრევის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA ავრცელებს.
შემთხვევა გუშინ საღამოს, ნეაპოლის სკამპიას რაიონში მოხდა. აივანი მესამე სართულზე ჩამოინგრა, რამაც მეორე და პირველი სართულებიც დააზიანა.
დაშავებულებს შორის 2-დან 8 წლამდე ასაკის 7 ბავშვია.
ადგილობრივმა პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ, ნინო წილოსანთან ერთად, ბათუმის საპატიო მოქალაქეებს, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შევხვდი (ფოტოები)

ბუნდესტაგის წევრი – კარი აქ არის და კარი ღიაა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ კარის აღებას და მის „ქართული ოცნების“ მიმართულებით გადატანას – ამ კარს არ გადავიტანთ, ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამთ ევროკავშირის ღირებულებებს მიღმა