ნ’გოლო კანტე ფარულად დაქორწინდა? – ფეხბურთელის სამშობლოში ყოფნისას ჭორები გავრცელდა

“ალ-იტიჰადის” 33 წლის ნახევარმცველმა ნ’გოლო კანტემ სანაკრებო პაუზით ისარგებლა და ვინაიდან საფრანგეთის ნაკრებში გამოძახებული არ გახლდათ, ისტორიულ სამშობლო მალის ესტუმრა.
გამოცდილმა ფეხბურთელმა ქვეყნის დედაქალაქ ბამაკოში არსებულ საავადმყოფოს 5 მილიონი დოლარი შესწირა, რაც აჩვენებს მის სიყვარულს და ქვეყნისადმი ერთგულებას.
კანტეს ვიზიტმა მალიში ჭორებიც გამოიწვია. ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, სადაც ის ქალთან ერთად ტრადიციულ სამოსშია გამოწყობილი და ბევრს გაუჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ფეხბურთელმა გასაიდუმლოებულად იქორწინა.
ეს ჭორები კანტეს წარმომადგენელმა უარყო და აღნიშნა, რომ სიცრუეა. ინფორმაციისთვის, კანტეს პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი.
მას
ადრე უკავშირებდნენ ჯუდ ლიტლერს, ჯიბრილ სისეს ყოფილ მეუღლეს, თავმდაბალ ნახევარმცველთან ყოველთვის ერიდება სასიყვარულო ცხოვრებაზე ლაპარაკი.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში