დანიაში ნახშირის მოხმარება ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა. დანიელებმა 2023 წელს მოიხმარეს 36%-ით ნაკლები ნახშირი წინა წელთან შედარებით, რაც ყველაზე დაბალია ბოლო ხუთი ათწლეულის განმავლობაში.
ამ ინფორმაციას დანიის ენერგეტიკის სააგენტო ავრცელებს.
დანიელებმა დაიწყეს ნაკლები ნავთობისა და გაზის მოხმარება (4% და 5% შესაბამისად). შედეგად, დანიამ 2023 წელს 7,7%-ით ნაკლები წიაღისეული საწვავი გამოიყენა.
ამან 2023 წელს ხელი შეუწყო სათბურის გაზების ემისიების შემცირებას 7,6%-ით 2022 წელთან შედარებით.
დანიაში განახლებადი ენერგიის წარმოება გაიზარდა 5,3%-ით, ხოლო მოხმარება 3%-ით.
დანიელებმა დაიწყეს მზის ენერგიის 35%-ით მეტი გამოყენება.
პოლონეთში ნახშირისგან ენერგიის წარმოება პირველად დაეცა 50%-ზე დაბლა და ახლა 48%-ს შეადგენს. ჯერ კიდევ 2018 წელს, ენერგიის 80% ნახშირზე “მოდიოდა”.