Black Friday-მდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ასე რომ, უკვე დროა, გრანდიოზული შოპინგისთვის მზადება დაიწყო. მართალია, Black Friday-ზე ცნობილ ბრენდებს სტუდენტებისთვის ფასდაკლებები და განსაკუთრებული შეთავაზებები აქვთ, თუმცა ეს იმასაც ნიშნავს, რომ შეიძლება სასურველი ნივთის შეძენა სხვამ დაგასწროს ან ხალხმრავლობასა თუ რიგებში დიდი დროის გატარება მოგიწიოს. იმისათვის, რომ Black Friday-ის შეთავაზებები ეფექტურად გამოიყენო, შემდეგი რჩევები დაგეხმარება: