ნახეთ, სად და რამდენი ხნით იზღუდება მოძრაობა – გაფრთხილება მძღოლებს

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 15 და 16 ნოემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
აღნიშნულ პერიოდში სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ირბახის, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების საშუალებით. კაჩინსკის ქუჩიდან საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება, როგორც ბოჭორმის ქუჩის, ისე, ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით (მარცხნივ მოხვევით).
გარდა ამისა, ავტომობილების მძღოლები იმოძრავებენ თელავის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის, ასევე, იალბუზის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.
როგორი ამინდი იქნება 15 ნოემბერს – პროგნოზი ქალაქების მიხედვით
„დიეტურ სასმელებში შემავალმა ასპარტამმა, შესაძლოა, კიბო გამოიწვიოს…“ – რას წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი
„მეგობარი კაცი საწოლში მოკლა და მტკვარში გადააგდო…“ – ორმაგი მკვლელობა, რომელმაც, წლების წინ, თბილისი აალაპარაკა