“ნახეთ, როგორ მოიქცა?” – ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ოსიმენი გააკრიტიკა

გუშინ საღამოს “გალათასარაიმ” ვიქტორ ოსიმენის გამოსყიდვის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. ნიგერიელმა ფორვარდმა გასული სეზონი იჯარის წესით სწორედ სტამბოლურ გუნდში გაატარა და შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. “გალამ” “ნაპოლის” მოთამაშის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაუხადა, თუმცა ტრანსფერზე შეთანხმება მარტივად არ მომხდარა, ოსიმენი კი “პარტენოპეის” პრეზიდენტზე აურელიო დე ლაურენტისზე ზეწოლას ახორციელებდა და მხოლოდ “გალათასარაიში” გაყიდვას სთხოვდა.
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა მიკელე კრიშიტელომ ნიგერიელი გააკრიტიკა. კრიშიტელოს თქმით, მას არ ესმის, რატომ არჩია ტოპ ჩემპიონატში თამაშს, ოსიმენმა თურქეთის სუპერლიგაში ასპარეზობა.
“ნახეთ, ოსიმენი როგორ მოიქცა? ნიგერიელი ტრანსფერს გიჟივით ითხოვდა, მაგრამ არც “ბარსელონა” და არც “რეალი” მისით არ ინტერესდებოდა. ის სათამაშოდ “გალათასარაიში” გადავიდა, სუსტ ჩემპიონატში, ამიტომ მისი ენთუზიაზმი ჩემთვის გაუგებარი იყო. არ ვფიქრობ, რომ ნეაპოლელებს თურქებზე ნაკლებად უყვარდათ, თანაც “ნაპოლიში” სკუდეტო მოიგო”, – განაცხადა კრიშიტელომ.
ცნობისთვის, ოსიმენმა გასულ სეზონში “გალათასარაის” მაისურით ჩატარებულ 41 შეხვედრაში 37 გოლი გაიტანა და გუნდს თურქეთის სუპერლიგისა და თურქეთის თასის მოგებაში დაეხმარა.
“კრუიფზე, ზიდანზე და რონალდოზე მაღლა დგას” – ლინეკერმა მესის შესახებ ისაუბრა
ძაღლმა “ბარსელონას” ყოფილ ფეხბურთელს სასქესო ორგანოზე უკბინა – შეიძლება ოპერაცია დასჭირდეს
ოსიმენს სტამბულში დიდებული ანაზღაურება და ცხოვრება ექნება – ნიგერიელის ახალი კონტრაქტის დეტალები
ოსიმენი საბოლოოდ გადავიდა “გალათასარაიში” – ოფიციალური გამოცხადებაღა დარჩა
[PHOTO] ოსიმენს ნეაპოლში უკადრებელი აკადრეს და “გალათასარაი” გამოისყიდის
დონარუმა და ოსიმენი ერთ გუნდში – ნუთუ ეს შესაძლებელია?
განშორება ახლოვდება – “გალათასარაი” ოსიმენს “ნაპოლისგან” გამოისყიდის
[VIDEO] მოურინიოს და მისი ფეხბურთელების ხუმრობა იკარდის პენისის ზომაზე – “გალათასარაის” ფორვარდი მორიგ სკანდალში გაეხვა