ნახეთ, ვინ გამოუშვა პარლამენტმა, ვის შეაჩეჩა? – ბავშვებთან როგორ შეიძლება პოლემიკაში შესვლა? – ბესელია პარლამენტის წარმომადგენლებზე

ნახეთ, ვინ გამოუშვა პარლამენტმა, ვის შეაჩეჩა? – ბავშვებთან როგორ შეიძლება პოლემიკაში შესვლა? – ბესელია პარლამენტის წარმომადგენლებზე
“ბევრი ისეთი მძიმე კითხვაა, რომელზეც პასუხი არ აქვთ. ნახეთ, ვინ გამოუშვა პარლამენტმა, ვის შეაჩეჩა? ბავშვებთან როგორ შეიძლება პოლემიკაში შესვლა?” – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო სარჩელების განხილვაზე პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ბესელია ამბობს, უცხოური ქვეყნებიდან დაფინანსება სახელმწიფო უწყებებსაც აქვთ და მისთვის საინტერესოა, რატომ ხდება მხოლოდ გარკვეული ჯგუფების გამოყოფა?
„დამისახელეთ რომელიმე სახელმწიფო უწყება, რომელსაც არ ჰქონდეს უცხოური ქვეყნის 20% დაფინანსება. ასეთ უწყებას ვერ ნახავთ. საკონსტიტუციო სასამართლოსაც აქვს ევროკავშირის დახმარება; სახელმწიფო ორგანოებს აქვთ USAID-ის მხარდაჭერა. უცხო ქვეყნის გავლენის მატარებლები არიან? რატომ ხდება ერთი კატეგორიის ა(ა)იპ-ი ორგანიზაციის, სამოქალაქო სექტორის და მედიის გამოყოფა? ესაა პრობლემა. მაშინ, ყველას დაარქვან ეს სახელი, რატომ თვითონ არ ირქმევენ? რატომ ხდება გარკვეული ჯგუფის გამოყოფა? დაფინანსების, მხარდაჭერის მიღება არის თავისთავად უცხო ქვეყნის გავლენის გამტარებლობა? ბევრი ისეთი მძიმე კითხვაა, რომელზეც პასუხი არ აქვთ. ნახეთ, ვინ გამოუშვა პარლამენტმა, ვის შეაჩეჩა? ბავშვებთან როგორ შეიძლება პოლემიკაში შესვლა?“- განაცხადა ბესელიამ და საზოგადოებას შეახსენა ენათმეცნიერის პოზიცია, რომელიც სხდომაზე დაფიქსირდა, რომ სიტყვები „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ მტრული შინაარსის მატარებელია.
ბესელია ხაზს უსვამს, რომ სარჩელის მომზადება პრეზიდენტის კონსტიტუციური ვალდებულება იყო და უფლებადამცველის შეფასებით, ახლა ჯერი სასამართლოზეა.
„ითქვა [სხდომაზე] რა ასოციაციას იწვევს ადამიანში – მტრულს, საშიშს, ნეგატიურს, შემაშინებელი თანწყობაა ამ სიტყვებში, როდესაც საუბარია უცხო ქვეყნის გავლენის ორგანიზაციებზე, ამიტომაც თქვა, რომ ეს არის მტრული შინაარსის მატარებელი. ერთადერთი, ვისაც ეს კანონი მოსწონს, ა. საბედნიეროდ, ცოტანი არიან […]მჯერა-არ მჯერა, ვენდობი, არ ვენდობი ეს არის მეორე კატეგორიის საკითხები. კონსტიტუციამ პრეზიდენტს ეს ვალდებულება დააკისრა და ის ასრულებს, ამის შემდეგ ჯერი სასამართლოზე იქნება, ახლა სასამართლომ აჩვენოს რისი შემძლეა“, – განაცხადა ბესელიამ.
ცნობისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნით სამი სარჩელია შესული. სარჩელები წარდგენილი აქვთ: პრეზიდენტს, ოპოზიციონერ დეპუტატებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.
ბოლო მონაცემებით, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, უცხო ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში შესულია 322 განაცხადი. გუშინ დილის მონაცემებით იყო 233.

ასევე დაგაინტერესებთ