ნიუ-იორკი ის ქალაქია, რომელსაც „არასდროს სძინავს“ და ეს იდეალურად შეესაბამება იმ მოცემულობასაც, რომ მუდმივად ვითარდება, იცვლება. ბევრი ადამიანისთვის ეს ნოსტალგიური განწყობის მატარებელია, რადგან მათთვის საყვარელი გარემო ისე იცვლება, პირვანდელი სახით ვეღარ ხედავენ. სწორედ ამას უკავშირდება ჯილ გილის ილუსტრაციების სერია — აკვარელით და მელნით შესრულებული ნახატები ქალაქის საკულტო ადგილებს აერთიანებს.
სახელწოდებით Site Lines: Lost New York 1954-2022, სერია აერთიანებს შენობებს, ადამიანებსა და მანქანებს, რომლებიც დროთა განმავლობაში გაქრა. ჯილის ნამუშევრები ერთგვარ დროის კაფსულად გვევლინება — ის მომენტალურად გვაბრუნებს წარსულის ნიუ-იორკში.