ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი თბილისის მეტროსთვის ახალი ვაგონების შესაძენად – მერია მიწისქვეშა ტრანსპორტის შემადგენლობას სრულად განაახლებს

ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი თბილისის მეტროსთვის ახალი ვაგონების შესაძენად – დედაქალაქის მერია, მთავრობის მეთაურის დავალებით, მიწისქვეშა ტრანსპორტის შემადგენლობას სრულად განაახლებს.
თბილისის მეტროში მოძრავი შემადგენლობიდან ყველაზე ახალი ვაგონი ექსპლუატაციაში 1992 წელსაა შესული, შესაბამისად, მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დედაქალაქის მიწის ქვეშ მგზავრები თანამედროვე სტანდარტების მატარებლებით გადაიყვანონ.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, თბილისის მეტროში ეტაპობრივად, 15 წლის განმავლობაში, 212 ვაგონის შემოტანა მოხდება, რაც 5-ჯერ აღემატება ამ დროისთვის არსებულ რაოდენობას. დედაქალაქის მერია, პირველ ეტაპზე, ბაზრის კვლევას გეგმავს, რის შემდეგაც უკვე ტენდერი გამოცხადდება. ახალი ვაგონების მიღების შემდეგ, მეტროპოლიტენის ორივე ხაზზე შემადგენლობები დაემატება, რაც მუნიციპალიტეტის მტკიცებით, პიკის საათებში ლოდინის დროსაც შეამცირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა