„ნახევარი მილიონი არალეგალი ისარგებლებს“ – რა შემთხვევაში შეძლებთ ესპანეთში ლეგალურად ცხოვრებისა და დასაქმების უფლების მიღებას

ეს­პა­ნე­თის მთავ­რო­ბამ და­ამ­ტკი­ცა პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც არა­ლე­გა­ლი მიგ­რან­ტე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას უზ­რუნ­ველ­ყოფს

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია წერს, “უხე­ში შე­ფა­სე­ბით, ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბით სულ მცი­რე, ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი არა­ლე­გა­ლი მიგ­რან­ტი ისარ­გებ­ლებს. ამის­თვის მათ მხო­ლოდ და მხო­ლოდ ის უნდა და­ამ­ტკი­ცონ, რომ ბოლო 5 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რობ­დნენ და არ უნდა იყ­ვნენ ნა­სა­მარ­თლე­ვი. ამის შემ­დეგ კი ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნას შეძ­ლე­ბენ.

მხო­ლოდ გა­ნა­ცხა­დის წარ­დგე­ნის ფაქ­ტიც კი განმცხა­დე­ბელს სულ მცი­რე, ერთი წლის ვა­დით ბი­ნად­რო­ბის და და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს, ანუ იმ პე­რი­ო­დით, ვიდ­რე გან­ცხა­დე­ბა­ზე პა­სუ­ხი იქ­ნე­ბა და მიგ­რანტს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ლე­გა­ლი­ზა­ცია ექ­ნე­ბა.მთავ­რო­ბამ ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მა დად­გე­ნი­ლე­ბის სა­ხით მი­ი­ღო, რათა სა­ჭი­რო არ ყო­ფი­ლი­ყო მისი მი­ღე­ბა პარ­ლა­მენ­ტის მიერ, სა­დაც სო­ცი­ა­ლის­ტი პრე­მი­ე­რის, პედ­რო სან­ჩე­სის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მე­მარ­ცხე­ნე კო­ა­ლი­ცი­ურ მთავ­რო­ბას უმ­რავ­ლე­სო­ბა არ ჰყავს.მიგ­რან­ტე­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე პარ­ტი­ებ­მა და მოძ­რა­ო­ბებ­მა ბოლო დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი და­იმ­კვიდ­რეს ევ­რო­პის ბევრ ქვე­ყა­ნა­ში. ეს­პა­ნე­თის მთავ­რო­ბის პო­ზი­ცია მკვეთ­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ამ ზო­გად ტენ­დენ­ცი­ას.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა სან­ჩეს­მა არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და, რომ ქვე­ყა­ნას შრო­მი­თი მიგ­რა­ცია სჭირ­დე­ბა მუ­შა­ხე­ლის დე­ფი­ცი­ტის შე­სავ­სე­ბად.ეს­პა­ნე­თის მე­მარ­ჯვე­ნე და ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი პარ­ტი­ე­ბი უკ­მა­ყო­ფი­ლო არი­ან მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით. პარ­ტია Vox-ის ლი­დერ­მა, სან­ტი­ა­გო აბას­კალ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მთავ­რო­ბა ხელს უწყობს მა­სობ­რივ იმიგ­რა­ცი­ას, რათა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ახალ­მო­სუ­ლე­ბით ჩა­ა­ნაც­ვლოს. აბას­კა­ლი იმიგ­რა­ცი­ას “შეჭ­რას“ უწო­დებს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მიგ­რან­ტე­ბის დე­პორ­ტა­ცი­ის­კენ მო­უ­წო­დებს. განაგრძეთ კითხვა: