რამდენიმე წუთის წინ, ნაძვის ხე, რომელიც კახა კალაძეს უნდა აენთო, რუსთაველის გამზირზე შემთხვევით აინთო, რასაც ადგილზე შეკრებილების უკმაყოფილება და შეძახილები მოჰყვა.წამების შემდეგ ნაძვის ხე ისევ ჩააქრეს.
ასევე ცოტა ხნის წინ გარკვეული უთანხმოება იყო აქციის მონაწილეებსა და მერიის წარმომადგენლებს შორის. მერიას ადგილზე გენერატორების შეტანა სურდა, მომიტინგეები კი ცდილობდნენ მანქანა ნაძის ხემდე არ მიეშავთ.
საჯარო სამსახურში დასაქმებულებს “ქართული ოცნება” ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დასწრებას აიძულებს – ინფორმაციას “პირველებს” სანდო წყარო აწვდის.
მისი თქმით, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებს ზემდგომები პირადად ურეკავენ და 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ მოუწოდებენ.
წყარო: ტვ პირველი