ნაძალადევის რაიონში საარჩევნო შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება

„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად მანჯგალაძისა და ლიკანის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დელეგატმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ყურადღება საარჩევნო პროგრამის მთავარ მიმართულებებზე გაამახვილეს, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას ასეთი მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს, რაც თავისთავად გულისხმობს საქართველოს გამარჯვებას, მშვიდობას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობისთვის“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
„ძალიან დიდი მუხტი იგრძნობა მოსახლეობაში. ყველა ვთანხმდებით, რომ დიდი ბრძოლა გველის წინ. მნიშვნელოვანი, დამაჯერებელი გამარჯვებაა მოსაპოვებელი და გასაგრძელებელია ამ ქვეყნის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება“, – აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე, თბილისის საკრებულოს წევრი ალექსანდრე ხუჯაძე და „ქართული ოცნების“ ნაძალადევის შტაბის ხელმძღვანელი დავით ჭელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ხელისუფლებას პირდაპირ აშანტაჟებდნენ კაბინეტებში, ხელების გადაგრეხვის შემთხვევა იყო, რომ ქვეყანაში გახსნილიყო მეორე ფრონტი და მიერთებოდა სანქციებს

ბუდესტაგის წევრი – კარი აქ არის და კარი ღიაა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ კარის აღებას და მის „ქართული ოცნების“ მიმართულებით გადატანას – ამ კარს არ გადავიტანთ, ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამთ ევროკავშირის ღირებულებებს მიღმა