ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბენდელიანი-მიუხედავად შესრულებული სამუშაოებისა, გამოწვევები კვლავ რჩება, რისთვისაც ვიმუშავებთ და ეტაპობრივად აღმოვფხვრით ყველა პრობლემას. მჯერა, მომავალი წლები კიდევ უფრო ეფექტიანი და ნაყოფიერი იქნება დედაქალაქისთვის

ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, ირაკლი ბენდელიანი ამჯერად ზღვისუბნის მე-11 მრ, მე-2 კვ, N29 კორპუსის მცხოვრებლებს სკვერში შეხვდა, რომელიც გასულ წელს სრულად რეაბილიტირდა.
მაჟორიტარობის კანდიდატს ძალიან დადებითი და პოზიტიური შეხვედრა ჰქონდა. ამომრჩეველს მოლოდინი აქვს, რომ კიდევ ბევრი პროექტი განხორციელდება ზღვისუბანში.
ბენდელიანის თქმით, “მიუხედავად შესრულებული სამუშაოებისა, გამოწვევები კვლავ რჩება, რისთვისაც ჩვენ ერთად ვიმუშავებთ და ეტაპობრივად აღმოვფხვრით ყველა ამ პრობლემას.”
მას ასევე სჯერა, რომ მომავალი წლები კიდევ უფრო ეფექტიანი და ნაყოფიერი იქნება ჩვენი უბნისთვის და ზოგადად დედაქალაქისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ეს დაღესტანი მახაჩკალაა… როცა სისტემა ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას და რუსულ ჭაობში ჩათრევას, როგორც ეს რუსული გავლენის ყველა ქვეყანაში ხდება შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, ნგრევა და მსხვერპლი (ვიდეო)

ლიზა გეგეჭკორი: ძალიან კარგი ქნეს, რომ გააძევეს ეს სადიგოვი. 63-ჯერ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული კანონი. რომელი თავმოყვარე ქვეყანა აპატიებს ვინმე უცხოელს, თუნდაც სხვა ქვეყანაში ჩასულ ქართველს 63-ჯერ კანონდარღვევას? მე გეტყვით – არცერთი