ნაც-პროკურორ გვარამიას „გლავკანალმა” სეპარატისტების პროკურატურის მანტია მოირგო

გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმის ალექსი მამულიას და მისი ნათესავის, ვანო ჯაფიაშვილის გატაცების ფაქტის შესახებ „მთავარის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის აფასებს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ექსპერტი წერს, შეფასებები, რომელიც ფაქტის ირგვლივ ტელეკომპანიამ გაავრცელა, სხვა არაფერია, თუ არა კატასტროფა.
„ეს არაა „უწყინარი” მოვლენა. ეს არის კატასტროფა. ნაც-პროკურორ გვარამიას „გლავკანალმა” სეპარატისტების პროკურატურის მანტია მოირგო. როდესაც დე-ფაქტო ცხინვალიც კი ამ ფაქტს, „რიგითი ინციდენტის” ელფერს არგებს, ქართველი ნეო-ტროცკისტები ამ ბიჭებს ბრალს უმძიმებენ! არა!!! ყვირიან ჩვენი ნეო-ტროცკისტები – ეგენი უბრალო მწყემსები არ გეგონოთ, რომლებსაც ჯარიმით გამოუშვებთ. ამათ ბრალი უნდა დაუმძიმოთ – ყვირიან “ვაჟაექიმის” ადვოკატები.
როდესაც სუს-ც კი ცდილობს აპრობირებული გამარტივებული წესით მოაგვაროს ინციდენტი, ეს უსამშობლო მოღალატეები ყვირიან: არა!!! მრავალწლიანი პატიმრობა ეკუთვნით! და რატომ (!) დუმს სუს-იო!!! ესენი – ჩვენ, და მათ შორის – მე (!!) ბრალს გვდებდნენ, რომ აგვისტოს ომის გმირების ვინაობას ვამხელთ საჯაროდ??? ხელისუფლებავ! სეპარატისტულ რეჟიმებთან თანამშრომლობის ყველა არსებული სისხლის-სამართლებრივი დევნის მუხლი აამოქმედეთ – ამ ბიჭებს, ნაც-პროკურორ გვარამიას შუამდგომლობით „პასუხისმგებლობა” თუ დაუმძიმდათ!!!” – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ეუთო ოდირის მოწვევით ჩვენ გამოვხატეთ სრული ღიაობა, არ ველით, რომ ამას ასეთივე დამოკიდებულებით უპასუხებს რადიკალური ოპოზიცია – რადიკალურ ოპოზიციას და მათ პატრონებს მხოლოდ მაშინ მოსწონთ არჩევნების შედეგები, როდესაც იმარჯვებს ფსევდო ლიბერალური პოლიტიკური ძალა

გლობალურმა „დიფ სთეითმა” მოკავშირედ გაიხადა ყველა ის ვოუქური იდეოლოგიური დოქტრინა, მოძრაობა და ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც უარყოფენ ოჯახს, რწმენას, ეკლესიას, ერს და ტრადიციულ ღირებულებებს