ნაც.მოძრაობა თაობათაშორის დაპირისპირებას, როგორც საზოგადოებაზე ბრძოლის იარაღს, იყენებდა ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და ამას იყენებს დღესაც, როცა ის ოპოზიციაშია
პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე რადიკალური ოპოზიციის გეგმებს და ქმედებებს ეხმიანება. დეპუტატის განმარტებით, თაობათაშორის დაპირისპირების გაღვივება ნაციონალური მოძრაობის ცნობილი ხერხია, რომელსაც ისინი, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და ახლაც, საზოგადოებაზე ბრძოლის იარაღად იყენებენ.
დეპუტატის განმარტებით, ქუჩაში აკერმანის გადამზადებული სტუდენტების გვერდით, გულწრფელი, შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდებიც დგანან. მისი განმარტებით, ქუჩაში გამართული სანახაობების მთავარი მიზანი ქვეყნის „მაიდანიზაციაა“, ამით კი საფრთხე ახალგაზრდებს ექმნებათ.
“რადიკალური ოპოზიცია, რომლის უდიდესი ნაწილი ნაც.მოძრაობაა, სახიფათოდ თამაშობს ახალგაზრდების ემოციებზე და “სამშობლოზე ზრუნვის” მოტივით, თავად ახალგაზრდებს აზიანებინებს საქართველოს ინტერესებს.
ქუჩაში, გარდა აკერმანის გაკვეთილებზე “გადამზადებული” სტუდენტებისა რომლებიც მაქსიმალური აგრესიით გამოირჩევიან, არიან გულწრფელი, შეცდომაში შეყვანილი, ახალგაზრდებიც, ვინც ფიქრობენ, რომ სამშობლო მათი ხელით დასაცავია, თანაც მშობლების თაობისაგან. ნაც.მოძრაობა თაობათაშორის დაპირისპირებას, როგორც საზოგადოებაზე ბრძოლის იარაღს, იყენებდა ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც, როცა უფროსი თაობა “ჩარეცხილებად” გამოაცხადა და ამას იყენებს დღესაც, როცა ის ოპოზიციაშია. შვილების თაობაზე ზეწოლა, ბულინგი და ძებნაა გამოცხადებული, რომ ისინი საკუთარი მშობლების წინააღმდეგ აამხედრონ. ქუჩაში დგამენ სანახაობრივ სცენებს, რომ ქვეყანა “მაედანიზაციამდე” მიიყვანონ, ეს კი ომის გზაა და ამით სწორედ შვილების თაობას ექმნება სასიციცხლო საფრთხე. ეს რისკები რომ არ იქნა გათვალისწინებული უკრაინაში, სწორედ ამიტომ, იქ ახალგაზრდები სისხლისღვრაში არიან ჩართული. აქ კი, ხელისუფლებამ რომ არ დაუშვა საქართველოს ომში ჩართვა, ჩვენს ახალგაზრდებს პროტესტის გამოხატვაც კონცერტზე დასწრებით უწევთ “პოლიტიკურ პროსპექტზე”. ჩვენ, ხელისუფლების წარმომადგენლებიც სწორედ ამიტომ ვზრუნავთ და ვითმენთ ამდენს, რომ გავუფრთხილდეთ ქვეყანას და ყველაზე ძვირფას თაობას-ახალგაზრდებს.“- წერს ხუნდაძე.
Next: სრულიად დამსახურებულად შეგიძლიათ მათრიოთ, ეს იყო კატასტროფა – მაია დარსმელიძე