პარლამენტში უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება “ნაცური” გადაწყვეტილებაა.
“უნდა გვახსოვდეს, რომ არა მხოლოდ პოლიციელზე ძალადობაში, არამედ საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდადებული ადამიანიც არის [ლაზარე]. პოლიციასა და საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდადებული ადამიანი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, რაც არის მისი ნაცური გადაწყვეტილება”, – თქვა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ამბროლაურში მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ.