ნაცსექტანტებისა და ს საარჩევნო პროცესებს ერთი და იგივე სცენარისტები რომ ჰყავთ, ამაში ერთხელაც შეგვიძლია დავრწმუნდეთ

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი -ში წინასაარჩევნოდ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც დავით ქართველიშვილი წერს, ს წარმომადგენლები ამომრჩეველს ს ჯანსაღი იდეებით აშინებენ, რაც -ში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს უსვამს ხაზს.
ამავდროულად, კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ნაცსექტანტებისა და კამალა ჰარისის საარჩევნო პროცესებს ერთი და იგივე სცენარისტები ჰყავთ.
„ნაცსექტანტებისა და კამალა ჰარისის საარჩევნო პროცესებს ერთი და იგივე სცენარისტები რომ ჰყავთ, ამაში ერთხელაც შეგვიძლია დავრწმუნდეთ. 11 სექტემბრის დებატების წინ კანდიდატად დასახელებიდან „თაფლობის თვის“ დასრულებისთანავე კამალა ჰარისის რეიტინგები კიდევ უფრო გაუფასურდა. ამიტომ, მას „ტრანკვილიზატორის“ მოშველიება დასჭირდა: დებატების წინ იელის უნივერსიტეტის მიგრაციის, რასობრივი და ეთნიკური კუთვნილების კათედრის დოცენტმა დანიელ მარტინეს ჰო სანგმა „გენიალური“ ნაშრომი გამოაცხო – „აი, რა გველის ს გაპრეზიდენტების პირველივე დღეს“.
ამ დოცენტმა ამომრჩევლის მაქსიმალური დაშინება სცადა: პირველი, რასაც „გააკეთებს“ ტრამპი – ჩაანაცვლებს საჯარო სექტორში დასაქმებულ ყველა ლიბერალს მემარჯვენე კონსერვატორებით; შემდეგ, მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას განახორციელებს, განსაკუთრებით იმ შტატებიდან, სადაც დემოკრატებს უჭერენ მხარს; აუცილებლად „მოახდენს“ პორნოგრაფიისა და აბორტების კრიმინალიზაციას; შეჩერდება ფედერალური საზოგადოებრივი მაუწყებლობების დაფინანსება; მწვანე შუქი აენთება პოლიტიკურ ოპონენტებთან შურისძიების პროცესებს; სამოქალაქო ცხოვრების მართვის ცენტრში დააყენებენ ქრისტიანულ ნაციონალიზმს…
ამ ნაშრომს ფინალური აკორდიღა აკლდა: „და სავალდებულო გახდება დედას „დედა“, ხოლო მამას „მამა“ უწოდო“, რასაც უკვე დებატებამდე ქვეყანაში მასობრივი სუიციდი მოჰყვებოდა…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილის მიერ მოპოვებულ 2012 წლის გამარჯვებას, დღესაც დაცვა სჭირდება. როდესაც საქართველოში არის მშვიდობა და ჩვენი სახელმწიფო ვითარდება, ახალგაზრდულ ჟინსა და ენერგიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მჯერა, ჩვენს სამშობლოს წინ კიდევ არაერთი გამარჯვება ელოდება