ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომელშიც ქართველ სამხედროებზე იყო დაშვება, რომ ჩაიდინეს ომის დანაშაული

ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომელშიც ქართველ სამხედროებზე იყო დაშვება, რომ ჩაიდინეს ომის დანაშაული
თუკი შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს ბოროტება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, მათ შორის, ერთ-ერთი პირველი შეიძლება იყო გმირის სახელს ამოფარებული და ამ დროს, ზუსტად იცოდე, რომ შენ ხარ ის რეჟიმი, ე.წ. პოლიტიკური ძალა, რომელმაც ამ გმირს და სხვა გმირებსა და სამხედროებს დააბრალე ომის დანაშაულის ჩადენა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ განაცხადა.
მდინარაძე გამოეხმაურა ოპოზიციის პროტესტს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომი განიხილება და აღნიშნა, რომ უტიფრობაა, როდესაც ქართველ სამხედროებზე ომის დანაშაულის დამბრალებელი პოლიტიკური ძალა, გიორგი ანწუხელიძის სახელს ახსენებს.
„ამ ქვეყანაში თუ კიდევ ვინმეს არ გაუგია, კიდევ ერთხელ ვიტყვი და განვმარტავ, რომ ომიდან ორი თვის თავზე, “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებმა, მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომელშიც აღიარეს მე-5 პუნქტით ომის დაწყება, მე-6 პუნქტი იწყებოდა სიტყვებით ს საპასუხო შეტევასთან დაკავშირებით და მე-11 პუნქტში იყო დაშვება, რომ ქართველმა და რუსმა სამხედროებმა – რუსებზე რაც უნდოდათ ჩაეწერათ, მაგრამ, მათთან ერთად, ქართველ სამხედროებზე იყო დაშვება, რომ მათ ჩაიდინეს ომის დანაშაული და იმავე რეზოლუციაში ეწერა, რომ ქართველებმა კასეტური ბომბებით დაბომბეს ცხინვალი. დიდი ძალისხმევა დასჭირდა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას და მათ შორის, დღევანდელი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს პერსონალურად, რომ ეს ბრალდება გაბათილებულიყო და ჩვენს სამხედროებს არ დაკისრებოდათ პასუხისმგებლობა ომის დანაშაულისთვის. ამის დამბრალებელი ადამიანები საუბრობენ დღეს ანწუხელიძეზე – წარმოიდგინეთ, უტიფრობის ხარისხი.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, ძალიან ცდება ყველა, ვისაც ჰგონია, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია, საზოგადოებას გააგებინოს, რომ საუბარია პოლიტიკოსების, მათ შორის ს და მისი თანამზრახველი სხვა პოლიტიკური ლიდერების დანაშაულზე და არა სამხედროებზე. როგორც მდინარაძემ განმარტა, სამხედროები, პოლიციელები და ზოგადად, ყველა ფორმიანი, სწორედ ის ერთადერთი რგოლი იყო 2008 წლის ომის დღეებში, რომლის მხოლოდ გმირობაზე შეგვიძლია ვისაუბროთ.
„თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენ არ შეგვიძლია საზოგადოებას გავაგებინოთ, რა არის განსხვავება, პოლიტიკოსების – მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის, პერსონალურად მისი და რეჟიმის სხვა თანამზრახველი ლიდერების პასუხისმგებლობასა და სამხედროების პასუხისმგებლობას შორის, ძალიან ცდება.
კიდევ ერთხელ კატეგორიულად და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ერთი სიტყვა ამ ქვეყნის ისტორიაში, არ და ვერ ჩაიწერება ვერც ერთი ჯარისკაცის და სამხედროს პასუხისმგებლობაზე. პირიქით – სამხედროები, ჯარი, გმირი ბიჭები, ეს იყო ერთადერთი რგოლი აგვისტოს ომის დროს, პოლიციელებთან ერთად, ყველა ფორმიან ადამიანს და შესაბამის სამსახურს ვგულისხმობ – ერთადერთი რგოლი იყო, რომლის არათუ პასუხისმგებლობაზე, არამედ მხოლოდ გმირობაზე საუბარი შეიძლება და რომელზეც ვერავინ ვეღარასდროს გაბედავს ლაპარაკს, რომ არათუ დანაშაული ჩაიდინეს, არამედ, ყოველთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ ერთადერთი რგოლი იყო, რომელმაც იმოქმედა მთელი გათვითცნობიერებული პასუხისმგებლობით, ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას და სჩადიოდნენ გმირობას.
გავმიჯნოთ ერთმანეთისგან რა გააკეთა სააკაშვილმა და მისმა თანამზრახველებმა, როგორ გასწირეს საკუთარი ჯარისკაცები, საკუთარი მოსახლეობა, საკუთარი ქვეყანა ოკუპაციის გაცილებით მაღალი ხარისხისათვის და სამხედროების, პოლიციელების, ფორმიანი ადამიანების მოქმედება – ნებისმიერ ფორმიანს ვგულისხმობ, მაღალჩინოსანსაც და რიგით ჯარისკაცს თუ პოლიციელს, რომლებმაც არათუ დანაშაული, გმირობა ჩაიდინეს ანწუხელიძიდან დაწყებული, ყველაზე უცნობი სახელით და გვარით დამთავრებული. დღეს თუ ვინმეს უნდა, რომ დააბრალოს ხელისუფლებას, კომისიას, ნებისმიერ ადამიანს, რომ ჩვენ, თითქოს უნდა ავრიოთ ერთმანეთში პოლიტიკოსების დანაშაულების საქმიანობა და გმირების გმირობა, მართლა ნურას უკაცრავად – ეს გამოთქმა უყვარდათ ხოლმე. ამას არავის ავარევინებთ ერთმანეთში.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ