“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: ჯემალ სურამელაშვილი, ჩვენ რომ მანქანებში გადაგვანაწილეს, ჩააბეს მიკროავტობუსზე და ათრიეს მთელი გზა, ყინწვისის მონასტრიდან ცენტრალურ გზამდე

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: ჯემალ სურამელაშვილი, ჩვენ რომ მანქანებში გადაგვანაწილეს, ჩააბეს მიკროავტობუსზე და ათრიეს მთელი გზა, ყინწვისის მონასტრიდან ცენტრალურ გზამდე
სამწუხაროდ, ჩვენ დაგვეღუპა ჩვენთან ერთად დაკავებული ორი პატიმარი, რომლებიც ციხიდან გამოსვლიდან ძალიან მოკლე პერიოდში, მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა, – ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე, ყოფილმა პოლიტპატიმარმა, ნიკოლოზ გოგუაძემ განაცხადა, რომელიც ე.წ. ყინწვისის საქმეზე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით 2011 წელს 23 პირთან ერთად დააკავეს.
მან გაიხსენა ერთ-ერთი დაკავებული, ჯემალ სურამელაშვილი, რომელიც, დაკავებისას მიკროავტობუსზე ჩააბეს და გზის გარკვეული მონაკვეთი ასე წამოიყვანეს.
“ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი იყო ჯემალ სურამელაშვილი, რომელიც, ჩვენ რომ მანქანებში გადაგვანაწილეს, რატომ მოინდომეს მასთან ასეთი ანგარიშსწორება გაუგებარი იყო, მაგრამ ჯემალი ჩააბეს მიკროავტობუსზე და ათრიეს – ვუყურებდით ამას, მთელი გზა, ყინწვისის მონასტრიდან სანამ ცენტრალურ გზამდე ჩახვიდოდი. ყველას გვეუბნებოდნენ, თავები დაბლა გქონდეთ დაწეულიო და სჯობდა ალბათ, თავები არ აგვეწია, მაგრამ, მე დავინახე,” – განაცხადა ნიკოლოზ გოგუაძემ.
Next: “ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: როგორც კი გამოგვესარჩლნენ სასულიერო პირები, მათაც სცემეს – ბერებს ურტყეს და ძირს დაყარეს

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის