“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: როგორც კი გამოგვესარჩლნენ სასულიერო პირები, მათაც სცემეს – ბერებს ურტყეს და ძირს დაყარეს

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: როგორც კი გამოგვესარჩლნენ სასულიერო პირები, მათაც სცემეს – ბერებს ურტყეს და ძირს დაყარეს
“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებულმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა ნიკოლოზ გოგუაძემ, ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დეტალები გაიხსენა, როდესაც 2011 წლის 26 მაისს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით 24 ადამიანი დააკავეს.
გოგუაძის განცხადებით, სასულიერო პირები როგორც კი გამოესარჩლნენ ყინწვისის მონასტერში დაკავებულებს, სპეცრაზმმა მათაც დაუწყო ცემა. “ჩვენი დაკავებისას, სასულიერო პირებს რეაქცია ჰქონდათ, რას შვრებითო და როგორც კი გამოგვესარჩლნენ სასულიერო პირები, მათაც მოხვდათ. მარტივად რომ ვთქვათ, ბერებსაც სცემა სპეცრაზმმა – კონკრეტულად ვინ ურტყამდა, ყურადღება მაშინ არ მიმიქცევია, იმიტომ, რომ ერთადერთი [მეგის] ქარდავა და კიდევ ერთი ადამიანი იყო ნიღბის გარეშე, დანარჩენი ყველა ნიღბებში იყო.
ყველამ დავინახეთ, რომ ბერები სცემეს, უმოწყალოდ არ უცემიათ, მაგრამ ურტყეს და ძირს დაყარეს ყველა ამ ცემის შედეგად.” – განაცხადა ნიკოლოზ გოგუაძემ. შეგახსენებთ, რომ ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა დაკავებულების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტი. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ წინა ხელისუფლების დროს, 2011 წელს, გამოძიებამ არც ერთი საგამოძიებო მოქმედება სათანადოდ არ ჩაატარა.
Previous: “ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: ჯემალ სურამელაშვილი, ჩვენ რომ მანქანებში გადაგვანაწილეს, ჩააბეს მიკროავტობუსზე და ათრიეს მთელი გზა, ყინწვისის მონასტრიდან ცენტრალურ გზამდე

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის