“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე გლდანის ციხეზე: ისე ვიცხოვრე 31 წლამდე კაცის ხმამაღალი ტირილის ხმა გაგონილი არ მქონდა, პირველი იქ გავიგე კაცების მასიური ტირილი. ყოველი დღე ვიღაცის კვნესით, ტირილით, კივილით იწყებოდა -მარტო იქ ყოფნა განადგურებდა

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე გლდანის ციხეზე: ისე ვიცხოვრე 31 წლამდე კაცის ხმამაღალი ტირილის ხმა გაგონილი არ მქონდა, პირველი იქ გავიგე კაცების მასიური ტირილი. ყოველი დღე ვიღაცის კვნესით, ტირილით, კივილით იწყებოდა -მარტო იქ ყოფნა განადგურებდა
იყო ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო, რომ არიქა დღეს მოგკლავთ, ხვალ მოგკლავთ. აქ პირდაპირ იამზე იყო ლაპარაკი რომ დღეს უნდა მოგკლან თუ ხვალ, მოლოდინში გამყოფებდნენ, რომ რაღაცა უნდა დაგმართოდა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებულმა ნიკოლოზ გოგუაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გლდანის ციხეზე საუბრისას განაცხადა. ნიკოლოზ გოგუაძის თქმით, ერთ-ერთი ასაკოვანი პატიმარი საწოლის მეორე სართულიდან მხოლოდ იმიტომ გადმოაგდეს, რომ ვერ მოასწრო საკანში შესულ ოფიცრებს მომზადებული დახვედროდა, დაცემის შედეგად კი იქვე გარდაიცვალა. „დილას გაღვიძების შემდეგ, რაც ძალიან ადრე ხდებოდა, პრაქტიკულად 6 საათამდე დაჯდომის უფლება არ ჰქონდა არცერთ პატიმარს.
რომ დაენახათ პატიმარი სადმე დამჯდარი იყო, ან წამოწოლილი მაგაზე საშინლად გცემდნენ. ციხე საერთოდ სხვა ისტორიაა, იქ რაც ხდებოდა, საერთოდ ძნელი გადმოსაცემია, იმიტომ რომ მაგალითად მე ჩემი ფანჯრებიდან ვუყურებდი ე.წ ვახტას ციხის მთავარ კარებს და კვირაში რამდენჯერმე მიცვალებულის ფეხებს ვხედავდი, რომელიც სპეციალური მანქანით გაჰყავდათ ციხის ტერიტორიიდან. ჩემი და ჩემთან კამერაში მჯდომი ხალხის თვალწინ კაცი შემოაკვდათ, ნუ შემოაკვდათ არ ჰქვია, მოკლეს ჰქვია მაგას. წინა კამერაში შევარდნენ ოფიცრები რაღაცა ხდებოდა, ერთი ასაკოვანი კაცი იყო, ვხედავდით კარებებს დიდი ღრიჭოები აქვს, ღია როცა იყო ყველაფერს ხედავდი, ჩვენს მოპირდაპირე კამერაში შევარდნენ, მეორე სართულზე იწვა ასაკოვანი კაცი, ვერ მოასწრო ფიზიკურად ჩამოსვლა, რომ დახვედროდა ოფიცრებს, წესი იყო ასეთი კარი რომ იღებოდა პატიმრები უნდა დახვედროდნენ ოფიცერს. მოკიდეს ხელი და გადმოაგდეს დაეცა ბეტონზე და ადგილზევე მოკვდა. ვითომც არაფერი. ისე ვიცხოვრე 31 წლამდე კაცის ხმამაღალი ტირილის ხმა გაგონილი არ მქონდა, პირველი იქ გავიგე კაცების მასიური ტირილი, ყოველი დღე ვიღაცის კვნესით ტირილით, კივილით, მარტო იქ ყოფნა განადგურებდა“- განაცხადა ნიკოლოზ გოგუაძემ.
Previous: გურამ მაჭარაშვილი ელჩებს – 4 თვეა კომისიის სხდომები მიმდინარეობს და დღემდე არც ერთ მათგანს კომენტარი არ გაუკეთებია. დღეს საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ მათ მიერ მონათლულ „ ევროპული ღირებულების“ პარტიას დაუჭიროს მხარი- ეს არის ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა, რასაც აუცილებლად ექნება პასუხი

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლანჩხუთში ალექსანდრე სარიშვილი: იყო შენი ქალაქის უკვე მესამე მოწვევის მერი – ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. თითოეულ გამოწვევას ღირსეულად უნდა გავცეთ პასუხი

“ქართული ოცნების” ჩოხატაურის მერობის კანდიდატი მინდია ჟღერია: გაკეთებული საქმეების გარდა, გვრჩება გამოწვევები და ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად

ოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით თურქულ მხარესთან, რათა აღდგენილიყო პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის- მოხარულები ვართ, რომ ანკარაში, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დროს საბოლოოდ გადაწყდა აღნიშნული საკითხი

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზაზა დიასამიძე: იყო ხელვაჩაურელი და ემსახურო ხელვაჩაურს, ეს ნიშნავს უფრო მეტ პასუხისმგებლობას შენს მოსახლეობასთან – ხელვაჩაური ჩემთვის არის დღევანდელი დღე