„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულების გამოძიება არის მნიშვნელოვანი არა იმისათვის, რომ წარსული სწორად შევაფასოთ, არამედ აუცილებელია იმისთვის, რომ მომავალში დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყანა ანალოგიური საფრთხეებისგან

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულების გამოძიება არის მნიშვნელოვანი არა იმისათვის, რომ წარსული სწორად შევაფასოთ, არამედ აუცილებელია იმისთვის, რომ მომავალში დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყანა ანალოგიური საფრთხეებისგან
„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულების გამოძიება არის მნიშვნელოვანი არა იმისათვის, რომ წარსული სწორად შევაფასოთ, არამედ აუცილებელია იმისთვის, რომ მომავალში დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყანა ანალოგიური საფრთხეებისგან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი მ იმ დანაშაულებზე ისაუბრა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს ხდებოდა, მათ შორის, ახალგაზრდების ქუჩაში მკვლელობაზე, პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე, ბიზნესის რეკეტზე, ს გაყალბებასა და 2008 წლის ომზე.
„მე შემიძლია დანაშაულები შეგახსენოთ, მარტო დაახლოებით 150 კაცი, ძირითადად ახალგაზრდა ადამიანი მოკლეს ქუჩაში. რაც შეეხება ციხეებში პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ხშირ შემთხვევაში გაუპატიურებას, ეს დანაშაული არის დადგენილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, რომელიც საუბრობს წამების სისტემურ პრაქტიკაზე სააკაშვილის სასამართლოში. ეს კიდევ ერთი დანაშაულია. ბიზნესის რეკეტის უამრავი ფაქტია, ბიზნესის რეკეტში ჩართული იყო უამრავი ადამიანი, რომელიც დღეს წარმოადგენს სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას, ეს არის თვითონ „ნაცმოძრაობა“, „ახალი“, ხაზარაძე, ეს ადამიანები უშუალოდ იყვნენ ჩართულები ბიზნესის რეკეტში, რამაც შეიწირა უამრავი ადამიანის, ათი ათასობით ადამიანის არამარტო საკუთრება, არამედ კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი ზოგიერთ შემთხვევაში.
არჩევნების გაყალბება, მარტო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბება რად ღირს, ტოტალური გაყალბება ხდებოდა არჩევნების მათი რეჟიმის პირობებში. მთავარი დანაშაული ეს იყო მაინც 2008 წლის ომი, მათ აღიარებული აქვთ, რომ თავად დაიწყეს ეს ომი, ამაზე აქვთ ოფიციალური ხელმოწერა ევროსაბჭოს რეზოლუციასთან მიმართებით. ეს არის საკმარისი ჩამონათვალი იმ დანაშაულებისა, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ აუცილებელია ყველაფრის სათანადოდ გამოძიება. და ეს გამოძიება არის მნიშვნელოვანი არა იმისათვის, რომ წარსული სწორად შევაფასოთ, არამედ აუცილებელია იმისთვის, რომ მომავალში დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყანა ანალოგიური საფრთხეებისგან,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პარტიის თავმჯდომარის ქმარი მოიტაცეს და განცხადება მაშინვე კი არ გააკეთა ბოკუჩავამ, დაელოდა დღეების გასვლას და ახლა გვამცნო?! შინაგან საქმეთა მინისტრი გარია საქმეში – გელა გელაძე რაღა შუაშია, ასეთი პრიმიტიული მეთოდებით ცდილობენ დისკრედიტაციას?

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული ზაზა გვიმრაძე-შემიყვანეს ოფიცრის ოთახში. ორი კაცი ჩამოჯდა მაგიდაზე, ორივემ ერთობლივად მუხლი მოიქნია და ჩამარტყეს. სუნთქვა დამეკეტა, სკამიდან გადავვარდი, ზემოდან მადგას ოფიცერი და ჯვარზე და თავზე მაფურთხებს

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ზაზა გვიმრაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: მანქანაში რომ ჩაგვსვეს, ვუყურებ სამხედრო ყუთები დევს იარაღის. უნდოდათ, რომ ჩვენ დავეხოცეთ, ეს იარაღი დაეწყოთ და კაი კინოს გადაიღებდნენ აი აჯანყებას აწყობდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგო