„ნაცმოძრაობის“ დანაშაულების შეხსენება საჭიროა, რათა საზოგადოებამ სწორი არჩევანი გააკეთოს, მათ შორის 26 ოქტომბერს

„ნაცმოძრაობის“ დანაშაულების შეხსენება საჭიროა, რათა საზოგადოებამ სწორი არჩევანი გააკეთოს, მათ შორის 26 ოქტომბერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ნაცმოძრაობის“ დანაშაულები იყო ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, ადამიანების წამება, მკვლელობა.
„საზოგადოებისთვის მაინც საჭირო არის ხოლმე ყველაფრის შეხსენება. „ნაცმოძრაობის“ დანაშაულები ჩადენილი იქნა 2012 წლამდე, როცა ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და მაინც პერიოდულად არის შესახსენებელი ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის, მათ შორის განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის, რომელთაც არ უნახავთ საკუთარი თვალით ყველა ის უმძიმესი დანაშაული, რაც ჩაიდინა მაშინდელმა რეჟიმმა. ეს იყო ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, ადამიანების წამება, მკვლელობა. პირდაპირ წამების სისტემა ჰქონდათ შექმნილი ციხეებში, რაც სტრასბურგის სასამართლოს აქვს ოფიციალურად დადასტურებული. ამასაც სჭირდება შეხსენება. ს ტოტალური გაყალბება. 2008 წლის არჩევნები როგორ გაყალბდა ყველას უნდა ახსოვდეს და ომი, რაც იყო ერთ-ერთი მთავარი დანაშაული. დაკარგული ტერიტორიები და ამის შეხსენება საჭიროა იმისათვის, რომ საზოგადოებამ სწორი არჩევანი გააკეთოს, მათ შორის 26 ოქტომბერს.
რაც შეეხება გვარამიას პარტიას, ეს არის „ნაცმოძრაობის“ გაგრძელება. გარდა ამისა, ოპოზიციაში ყოფნის დროს რასაც აკეთებდნენ ეს ადამიანები, ესეც უნდა შევახსენოთ საზოგადოებას. ხაზარაძეს რაც შეეხება, თქვენ გახსოვთ მისი ბიზნესკავშირები წინა ხელისუფლებასთან, ავტორიტარულ რეჟიმთან. ბიზნესი მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა, ყოფილიყო წარმატებული, თუ შავ საქმეებში თანამშრომლობდა მაშინდელ ხელისუფლებასთან. გავიხსენოთ კიდევ ერთხელ „მაგნატის“ უმძიმესი საქმე, „კონსტანტას“ საქმე, „ელიტ ელექტრონიქსის“ საქმე, სადაც პირდაპირ ფიგურირებს ხაზარაძე და თითოეულ ამ შემთხვევაში საქმე ეხებოდა ბიზნესის რეკეტს. ღამე ბიზნესების გადაფორმებას კონკრეტული ბანკების მეშვეობით და ა.შ. ამის შეხსენებაც საჭიროა საზოგადოებისთვის. არ შეიძლება, ასეთი სუბიექტები ერთ ხმასაც კი იღებდნენ, ამასაც რომ თავი დავანებოთ, როდესაც ასეთ პარტიებს აქვთ იმის ამბიცია, რომ გადალახონ ბარიერი, მოვიდნენ პარლამენტში, ეს რა თქმა უნდა, ძალიან ტრაგიკულია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილმა დააანონსა, რომ არჩევნების დღეს ხსნის საარჩევნო შტაბს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ამაზე ხმას არავინ იღებს, არც ადგილობრივი, არც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, აქედან ჩანს, რომ ყველა ეს დაკვირვება არის მიკერძოებული

მთელი ჩვენი საგარეო ვაჭრობის წილი რუსეთის ვაჭრობაში არის 0.3%, შესაბამისად, რუსეთზე ვერავითარი გავლენა ვერ ექნებოდა ჩვენი მხრიდან სანქციების დაწესებას, ჩვენ კი გვექნებოდა მინიმუმ 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა პირველივე წელს