ნაცმოძრაობით მოწამლულო ადამიანებო, “ქართული ოცნება” არასოდეს იმოქმედებს თქვენი ხელწერით

ნაცმოძრაობით მოწამლულო ადამიანებო, “ქართული ოცნება” არასოდეს იმოქმედებს თქვენი ხელწერით
„ნაცების ხელწერა უცვლელია, მმართველობის რეჟიმი სისხლზე უნდა იდგეს და ურთიერთობები, მათ შორის პოლიტიკური, პირად შეურაცხყოფასა და ბულინგზე,“ – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ზარქუას წინააღმდეგ მიმართულ ბულინგზე.
„ნაცების ხელწერა უცვლელია, მმართველობის რეჟიმი სისხლზე უნდა იდგეს და ურთიერთობები, მათ შორის პოლიტიკური პირად შეურაცხყოფასა და ბულინგზე. ამჟამად შვილთან ერთად მყოფ ირაკლი ზარქუასთან მიიჭრნენ და დაზეპირებული უშინაარსო სიტყვებითა და მხოლოდ მათთვის შესაფერისი ქცევით ეცადნენ ირაკლისათვის შეურაცხყოფის მიყენებას. ნაცმოძრაობით მოწამლულო ადამიანებო, „ქართული ოცნება” როგორც გუნდი და მისი წარმომადგენლები ცალ- ცალკე და თუნდაც ერთად არასოდეს იმოქმედებენ თქვენი ხელწერით. არ აგყვებიან უზნეობასა და არაადამიანობაში, ეგ ნიშა მარტო თქვენია და ამიტომაცაა რომ წლებია პოლიტიკური სანაგვიდან თავის ამოყოფას ცდილობთ!“- წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ხუბუა: როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა- პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს