„ნაცმოძრაობა“ სააკაშვილის გამო სალომე ზურაბიშვილს ვერ შეეგუება და ლიდერად ვერ მიიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამომრჩეველს დაკარგავენ

„ნაცმოძრაობა“ სააკაშვილის გამო სალომე ზურაბიშვილს ვერ შეეგუება და ლიდერად ვერ მიიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამომრჩეველს დაკარგავენ
„ნაცმოძრაობა“ სააკაშვილის გამო სალომე ზურაბიშვილს ვერ შეეგუება და ლიდერად ვერ მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამომრჩეველს დაკარგავენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, მ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციაში მყოფთა სლოგანი ხელისუფლების რევოლუციის გზით შეცვლაა.
დედოფალი ვერ გახდა. ის ქოლგაც ვერ დაიჭირა, რითიც იმუქრებოდა, რომ მისი ქოლგის ქვეშ ოპოზიცია გაერთიანდებოდა. ვინც ოპოზიციაშია, ყველას სლოგანია, რომ ხელისუფლება რევოლუციის გზით უნდა შეიცვალოს. შემდეგ დალაგდებიან, თუმცა მისაღები არ არის. „ნაცმოძრაობა“ სააკაშვილის გამო სალომე ზურაბიშვილს ვერ შეეგუება და ლიდერად ვერ მიიღებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამომრჩეველს დაკარგავენ. ამ განცხადებების უკან გარკვეული კონსპირაცია და შეთანხმებაა, როცა დაპირისპირება უნდა გაითამაშონ. ამ დაპირისპირებაში სალომე ზურაბიშვილი დასახურდავებელ მონეტადაც განიხილება. მეორე მხარეა, რომელიც ფიქრობს, რომ ევროპა სალომე ზურაბიშვილის მიმართ მოწყალე თვალით ისევ მოიხედავს და ამას ანგარიში უნდა გაუწიონ. ეს არ არის ემოცია, ოპოზიციაში დანაშაულის ჩამდენი ადამიანები არიან და მათი ფუთფუთი გარკვეულ გეგმას ემსახურება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ძალიან მნიშვნელოვანია, განათლების რეფორმაში უშუალოდ პროფესორ-მასწავლებლების ჩართულობა, რადგან ისინი არიან ის ძირითადი ბირთვი, რომელთა მხრებზეც გადადის ჩვენი ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემა

ნატოს ყველა მისიაში მივიღეთ მონაწილეობა, უფრო მეტი ჯარისკაცი გავგზავნეთ ვიდრე “ბალტიისჭირეთმა” ერთად, 2008 წლის ომი გამოვიარეთ, რომელიც არსებითად ბუქარესტის სამიტზე პასუხი იყო – და რა სარგებელი?