ნაცმოძრაობა“ იმდენად დისკრედიტირებულია, რომ მათი უცხოელი პატრონები მაქსიმალურად ცდილობენ, დაიშალოს და დაშლილი „ნაცმოძრაობის“ საძირკველზე აღმოცენდეს თითქოს მესამე ძალა

ნაცმოძრაობა“ იმდენად დისკრედიტირებულია, რომ მათი უცხოელი პატრონები მაქსიმალურად ცდილობენ, დაიშალოს და დაშლილი „ნაცმოძრაობის“ საძირკველზე აღმოცენდეს თითქოს მესამე ძალა
„ნაცმოძრაობა“ იმდენად დისკრედიტირებულია, იმდენად ბევრ დანაშაულთან აქვს პირდაპირი პასუხისმგებლობა, შემხებლობა, რომ მათი უცხოელი პატრონები, დამკვეთები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ დაიშალოს და დაშლილი „ნაცმოძრაობის“ საძირკველზე აღმოცენდეს თითქოს მესამე ძალა – განაცხადა „იმედი live”-ში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ
რიჟვაძის თქმი, პოლიტიკურად ძალიან აქტიური ქალაქია და ოპოზიციურ სპექტრში დიდი თუ პატარა გადალაგება, ბუნებრივია, თავის გამოძახილს ჰპოვებს აჭარაში.
„ჩვენი დისკრედიტირებული ოპონენტები ვერაფერ ახალს ვერ სთავაზობენ საზოგადოებას, ქართველ ხალხს, ეს ყველა გადაჯგუფება არის ხელოვნური. მთავარი საკითხი, რაც დღის წესრიგში უდგათ, არის კომიკურ ხაბეიშვილითან ვინ გაერთიანდება. აქეთ თითქოს „ახალი“, ორი ოროსანი – და თითქოს რაიმე ახალს სთავაზობს საზოგადოებას, რეალურად ეს არის ნეონაცისტური ფრთა. ძალიან კარგად იცის ჩვენმა საზოგადოებამ, რომ ყველა ეს არის წვრილფეხობა იმ დიდი „ნაცმოძრაობის“, რომელიც წლების განმავლობაში, მათი მმართველობის დროს არაერთ დანაშაულთან არის კავშირში. იმდენად დისკრედიტირებულია ეს პოლტიკური ძალა, იმდენად ბევრ დანაშაულთან აქვს პირდაპირი პასუხისმგებლობა, შემხებლობა, რომ ახლა მათი უცხოელი პატრონები, დამკვეთები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ დაიშალოს და ამ დაშლილი „ნაცმოძრაობის“ საძირკველზე აღმოცენდეს თითქოს მესამე ძალა“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
მისივე თქმით, პოლიტიკური აქტორები, რომლებიც სახელდახელოდ ახალ პარტიებს ქმნიან, სხვებისგან საარჩევნო პარტიულ ნომრებს თხოულობენ.
„ესენი გახლავთ პირდაპირ ან „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან აღმოცენებული კონკრეტული პოლიტიკოსები, ან მათთან უშუალო კავშირში მყოფი ე.წ. ბიზნესმენები. საუბარი მაქვს მათ შორის პარტია „ლელოს“ დამფუძნებელზე, რომელიც მთელმა საქართველომ იცის, რომ ჩვეულებრივი მევახშეა. ისინი აჭარაშიც ცდილობენ, ხალხს მათი ტელევიზიების საშუალებით შეასაღონ თითქოს ახალი პარტიული შემადგენლობა, სინდიკატები, მაგრამ ჩვენი ხალხი ძალიან ბრძენი და გამოცდილია. 2021 წელსაც, როცა ყოფილი პრემიერ-მინისტრი გახარია გადადგა, ახალი პარტია შექმნა და თავს ასაღებდა, რომ იყო „ქართული ოცნების“, კონკრეტულად კი ბატონი ს პროექტი, ხალხმა ძალიან კარგად გაარკვია და მალე გაიგო, რომ ეს იყო პოლიტიკური თაღლითობა. ამ შემთხვევაშიც პრაქტიკულად სურათი უცვლელია, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და ამ ჯამს ჩვენ ვნახავთ არჩევნებზე. თამამად, ზედმეტი თავდაჯერების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ამ კონფიგურაციით და ოპოზიციურ ველზე დღეს არსებული სურათით, „ქართული ოცნება“ ძალიან ახლოს იქნება და გარანტირებულად შეძლებს მოიპოვოს კონსტიტუციური უმრავლესობა როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას ფინანსური სერვისების განვითარების მიმართულებით, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, საქართველო, ფინანსური ტექნოლოგიების ჰაბი გახდეს

ბიძინა ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ, მე პირადად ვაგებ პასუხს, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად და ეს არის შემდგარი ფაქტი, 2 წლის განმავლობაში როდესაც ვერ გვიჩვენებთ ვერც ერთ აქტს, ტენდერს, პრივატიზაციას, სადაც არის კორუფციის ნიშნები, ეს ნიშნავს იმას, რომ რადიკალური ნაბიჯები გადავდგით

როდესაც რუსთაველის გამზირზე, სრული მობილიზაციის პირობებშიც კი გამოსულია 300 ქართველი ხალხი, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალური აქცია, ამას არ შეიძლება, ეწოდოს პროტესტი

გახარიას პარტიაც რეალურად არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, იწვალეს ერთი წელი და საბოლოო ჯამში მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად პარლამენტის აღიარება, თუმცა ეს მათ საერთო სულისკვეთებას არ ცვლის