„ნაცმოძრაობა“ და მისი ანასხელეტები სამართლებრივადაც ისე უნდა გაირიყონ, როგორც საზოგადოება რიყავს მათ პოლიტიკურად ყველა არჩევნებზე

„იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც მავნებლობენ და ძალადობენ, როგორც ხელისუფლებაზე, ასევე, საზოგადოებაზე და ზოგადად, ქვეყანაზე, რა თქმა უნდა, უნდა აეკრძალოთ პოლიტიკური მოღვაწეობა“, – ამის შესახებ მედიასთან საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი პოლიტიკური პარტიები საკანონმდებლო დონეზე უნდა იკრძალებოდეს.
„ასეთი პარტიები უკვე კარგად ნაცნობია საზოგადოებისთვის და ისინი სამართლებრივადაც ისე უნდა გაირიყონ, როგორც საზოგადოება რიყავს მათ პოლიტიკურად ყველა არჩევნებზე.
არცერთ არჩევნებზე მათ მხარს არ უჭერენ, რადგან ისინი ერთი მრწამსით არიან – როგორ ავნონ ქვეყანას, როგორ დააზიანონ, როგორ დაემორჩილონ გარე ძალებს და დაამორჩილონ საკუთარი ქვეყანაც. ამიტომ, ასეთი პოლიტიკური პარტიები საკანონმდებლო დონეზე უნდა იკრძალებოდეს, რომ მათ პოლიტიკური მოღვაწეობის არავითარი, მათ შორის, არც სამართლებრივი საშუალება არ ჰქონდეთ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა