ნაცმოძრაობა” არამარტო საზოგადოებას ექცეოდა სადისტურად, არამედ, ის სადისტურად ექცევა ქვეყანასაც, რომელსაც რეზოლუციების დონეზეც ებრძვის

ნაცმოძრაობა” არის დანაშაულებრივი პარტიული დაჯგუფება და ის, როგორც საარჩევნო, ისე სასამართლი განაჩენით უნდა დასრულდეს,” – ამის შესახებ პარტია “ხალხის ძალის” გენერალური მდივანი სოციალურ ქსელში წერს.
ხუნდაძის თქმით, ნაცმოძრაობა არა მხოლოდ საზოგადოებას ექცეოდა სადისტურად, არამედ ქვეყანასაც სადისტურად ექცევა და რეზოლუციების დონეზეც კი ებრძვის.
“ნაცმოძრაობა” არამარტო საზოგადოებას ექცეოდა სადისტურად, არამედ, ის სადისტურად ექცევა ქვეყანასაც, რომელსაც რეზოლუციების დონეზეც ებრძვის.
მათ 2008 წელს, ომის დაწყებაში სამხედროების დადანაშაულების რეზოლუციაში ასახვით, ოკუპანტი ახეირეს და დღეს პირიქით, ევრონესტში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის ჩაგდებით ავნეს ქვეყანას.
ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროს სახელისუფლებო ძალით ძალადობდნენ სახელმწიფოზე და დღეს მთავარ იარაღად სიცრუე გაიხადეს.
“ნაცმოძრაობა” საუბრობს სიღარიბეზე, მაშინ, როდესაც მათ დროს პაციენტები კლინიკებში ბანკის გავლით მიდიოდნენ და შემდეგ ამ ვალებს თავს ვერ აღწევდნენ. დღეს კი ჯანმრთელობაზე სახელმწიფო ზრუნავს და სიღარიბე 50%-ით არის შემცირებული. საუბრობენ დემოგრაფიაზე და ახალგაზრდებს მასობრივად ციხეებში “ერეკებოდნენ”. ემიგრაციაზე საუბრობენ, გაურკვეველ 800 000-ზე აპელირებენ და მათ დროს 5 ჯერ მეტმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა.
მშვიდობის გარანტორად წარმოაჩენენ თავს და თავად “ცხელი ბომბების ცვენას” უქადდნენ ქვეყანას, რომელიც ცეცხლში ერთხელ უკვე გახვიეს. დღევანდელ სასამართლოს იწუნებენ და განაჩენები პირდაპირ, ცეცხლის გახსნით ქუჩაში გამოჰქონდათ და დამატებით ორ გვამს ითხოვდნენ.

ნაცმოძრაობა” არის დანაშაულებრივი პარტიული დაჯგუფება და ის, როგორც საარჩევნო, ისე სასამართლი განაჩენით უნდა დასრულდეს,” – წერს ხუნდაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მივმართავთ ხელისუფლებას, ჯერ კარგად გაარკვიოს, რა არის ქართველი ხალხის დაკვეთა და შემდეგ აწარმოოს შესაბამისი საგარეო პოლიტიკა – ამისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარება

ევროკავშირის დღევანდელი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ თუ საქართველოში არ დაკანონდება ლგბტ პროპაგანდა და რევოლუციების მოსაწყობად არ აღდგება შავი ფულის შემოდინება, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა

აბსოლუტური ბლეფია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და თავადვე უნდა ვთქვათ უარი ისეთ ნაბიჯზე, რომელიც საქართველოს უმძიმეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სულიერ კრიზისში შეიყვანს