ნაცმოძრაობას და მათ პატრონებს სურთ ხელისუფლებას ევაჭრონ ვიზალიბერალიზაციის თემით და სანაცვლოდ მეორე ფრონტის გახსნას და ხელისუფლების შეცვლას ითხოვენ

ნაცმოძრაობას და მათ პატრონებს სურთ ხელისუფლებას ევაჭრონ ვიზალიბერალიზაციის თემით და სანაცვლოდ მეორე ფრონტის გახსნას და ხელისუფლების შეცვლას ითხოვენ
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ნაციონალურ მოძრაობას და მის უცხოელ პატრონებს ქვეყანასთან სხვადასხვა თემით სპეკულირებასა და შანტაჟის ენით საუბარში ამხელს. ამჯერად, როგორც მან საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გაეროში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის მოსმენისას განაცხადა, შანტაჟის იარაღად გამოყენებულია ვიზალიბერალიზაციის თემა.
„თქვენი ახსნა-განმარტებებიდან იკვეთება, რაც ისედაც ვიცოდით. შეიქმნა ასეთი სურათი – ნაცმოძრაობა და მისი პატრონები უცხოეთში ჯერ (2014 წელს) ვიზალიბერალიზაციის მონიჭებისას საზოგადოებისთვის მისაღები სიკეთის მძევლად ჩაგდებასა და საქართველოს ხელისუფლებასთან შანტაჟის ენით საუბარს ცდილობდნენ და ახლა კი, ასევე ცდილობენ ვიზალიბერალიზაციის უკვე მიღებული სიკეთის ხელში მძევლად ჩაგდებას და ხელისუფლებასთან კვლავ შანტაჟის ენით საუბარს.
ეს ერთგვარი პარალელია იმ სიტუაციასთან, როცა მძარცველი ადამიანისთვის ფულის გამოძალვას ან მისთვის რამეზე უარის თქმის იძულებას ცდილობს, მისი ოჯახის წევრს იყვანს მძევლად და ეუბნება, რომ მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ ან ფული უნდა გადაიხადოს, ან რაიმე სიკეთეზე უარი უნდა თქვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ადამიანს ოჯახის წევრის განადგურებით ემუქრება, რადგან იცის, რომ ეს თემა სენსიტიურია. პარალელი ამ სიტუაციასთან შემდეგია – საქართველოს ხელისუფლებას ეუბნებიან, რომ მძევლად აქვთ ჩაგდებული საზოგადოების სიკეთე, ამ შემთხვევაში ვიზალიბერალიზაცია და სანაცვლოდ, უკვე მიღებული სიკეთის შესანარჩუნებლად ხელისუფლებას ან გადადგომას, ან მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას უყენებენ.
რეალურად ეს ხალხი – ნაციონალური მოძრაობა და მისი პატრონები არიან, ქართველი ხალხის სიკეთეების ხელში მძევლად ჩამგდებები. მათ ქმედებებს პოლიტიკურ ენაზეც ვერ შევაფასებ სხვანაირად. საზოგადოებას და ახალგაზრდებს მინდა ავუხსნათ, რომ ამ ადამიანებს დღეს სურთ ივაჭრონ ვიზალიბერალიზაციის თემით. თქვენი [გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის დავით ბაქრაძის] ახსნა-განმარტებები მორიგ ჯერზე ფარდას ხსნის ამ ზრახვებს. ასეთი სურათი შეიქმნა, ჩვენ ასე დავინახეთ და იმედია დამეთანხმებით ამაში,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მანვე გაიხსენა ფაქტი, როდესაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეზოლუციის მიღებისას საქართველოს საწინააღმდეგოდ ხმა ქვეყნის ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა და შალვა ლონდარიძემ მისცა.
„კონკრეტული გვარები ახსენეთ – ლონდარიძე და კანდელაკი. თქვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციაში იყავით ჩვენი წარმომადგენელი. თქვენს მიერ დასახელებული კონკრეტული პირების გარდა (ლონდარიძე და კანდელაკი), ხომ არ იყვნენ კიდევ სხვა პირები, რომლებიც, საჯაროდ აფიქსირებდნენ საქართველოს წინააღმდეგ პოზიციას? ეს ხალხი [რადიკალური ოპოზიცია] არ ერიდება თავიანთი მოღალატეობრივი პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებას, ხელსაც აწერენ და ღიად ამბობენ კიდევაც ამას – ესეც მათი ხელწერაა. დიპლომატიური ეთიკის დარღვევაც არ უწევს არავის იმისთვის, რომ მათი გვარები დასახელდეს,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია