“ნაცმოძრაობას აკაკის სიტყვებს შევახსენებდი -“ჩოხას ნუკი იცვლით, ჭკუა გამოიცვალეთ და სინდისს მიხედეთ”

პარტია “ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე ნაციონალურ მოძრაობაში თავმჯდომარის ცვლილებას ეხმიანება. ჩიბურდანიძე ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობაში განვითარებული მოვლენები აკაკი წერეთლის მოგონებას ახსენებს, სადაც სოფლად მცხოვრები კაცი, რომელსაც არავინ სცემდა პატივს, ჩოხას იცვლიდა იმისთვის, რომ საზოგადოების კეთილგანწყობა დაემსახურებინა. მისი თქმით, საზოგადოებისთვის არანაირი მნოშვნელობა არ აქვს ვინ იქნება თავმჯდომარე, რადგან ისინი მკვლელი რეჟიმის შემოქმედები არიან.
“ლევან ხაბეიშვილის თინა ბოკუჩავათი ჩანაცვლებამ, აკაკი წერეთლის მოგონებებიდან ერთი ამბავი გამახსენა სოფლად მაცხოვრებელ კაცზე, რომელსაც ხალხი მისი მენტალობის გამო პატივს არ სცემდა და ახლოს არ იკარებდა.
ეს კაციც ყოველ დღე იცვლიდა ჩოხებს, რომ როგორმე მისაღები გამხდარიყო ხალხისთვის, მაგრამ უშედეგოდ. ერთხელაც აკაკიმ უთხრა, ჩოხას ნუკი იცვლი ძამიკო, ტვინი გამოიცვალე და სინდისს მიხედეო.
ზუსტად ასეა ნაცების საქმეც, რამდენი თავმჯდომარეც არ უნდა შეიცვალონ, თუკი მენტალიტეტი და სინდისი არ შეიცვალეს, აზრი არა აქვს, ხალხი მაინც არ მიიღებს. საზოგადოებისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება თავმჯდომარე, თუკი ამ პარტიაში იგივე მკვლელი რეჟიმის შემოქმედნი იქნებიან? ერთი ჩერჩეტი კაცი შეცვალეს ლამაზი თოჯინით – სულ ეს არის. ეს კი ისეთივე მარტივი ტრიუკია, რითაც ნაცმოძრაობა მთელი ეს წლებია ერთობა. რა ცვლილებებიც არ უნდა განახორციელონ ნაციონალურ მოძრაობაში, ის მაინც სააკაშვილის სისხლიანი პარტია იქნება და არჩევნების შემდეგ გასამართლებას ვერც ისინი და ვერც სხვა პარტიებში გადაბარგებული სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკოსები, ვერ აცდებიან”.- წერს ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს