ნაცმარგინალები ზეიმობენ – გია აბაშიძე

ნაცმარგინალები ზეიმობენ – გია აბაშიძე
ფრანგული RSF ე.წ. მკვლევარები ირწმუნებიან, რომ თითქოს პოლიტიკიდანაა წასული. მათი სამარცხვინო ლოგიკით, ალბათ, “ქართული ოცნება” პარტიზანული ორგანიზაციაა, ხოლო “მუდმივმოქმედი პრეზიდენტი” – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, მედიის მდგომარეობის გლობალური შეფასებებისას, RSF-ს ხშირად გამორჩენია ან რბილად გაუკრიტიკებია თავის დროზე ულტრამემარცხენეების მიერ მართული -ის აღმასრულებელნი და ამჟამად მაკრონის ეპოქის საფრანგეთი. ასე რომ დასკვნა მარტივია – ვინც იხდის, ის უკვეთავს “დასკვნა-შეფასებებს”.
„ ნაცმარგინალები ზეიმობენ, “დიპ სტეიტის” ბენეფიციარმა “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) მედიის ე.წ. “მიმტაცებლად” შერაცხა, თუმცა არ იმჩნევენ, რომ RSF ტრამპის მოწინააღმდეგეცაა, მის სპონსორთა სიაში კი – სოროსი, NED, USAID, ევროკავშირი და მსგავსნი. ფრანგული RSF ე.წ. მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ბიძინა ივანიშვილი თითქოს პოლიტიკიდანაა წასული. მათი სამარცხვინო ლოგიკით, ალბათ, “ქართული ოცნება” პარტიზანული ორგანიზაციაა, ხოლო “მუდმივმოქმედი პრეზიდენტი” . საჯარო წყაროებიდან აშკარად ჩანს, რომ RSF-ის (Reporters sans frontières) შეფასებები არაერთხელ დაადანაშაულეს მიკერძოებაში და პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებაში. ყბადაღებული პუტინისა და ლუკაშენკოს თემები რომ გვერდით გავწიოთ, RSF უპირისპირდება ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელიც სუვერენიტეტისტია. განსაკუთრებით კონსერვატორებს. ამ პარიზული, ვითომ მიუკერძოებული ორგანიზაციის სამიზნეთა სიაშია: ტრამპი (პირველი ვადისას) ორბანი, ფიცო, მასკი, ნეთანიაჰუ, მოდი და სხვა. წლებია ფრანგულ RSF-ს აზიანებს არაერთი ცნობა, რომ გამოირჩევა არაზუსტი დასკვნებით, შერჩევითი ფოკუსითა და აღქმებზე დაფუძნებული ანალიზით. მედიის მდგომარეობის გლობალური შეფასებებისას კი, RSF-ს ხშირად გამორჩენია ან რბილად გაუკრიტიკებია თავის დროზე ულტრამემარცხენეების მიერ მართული -ის აღმასრულებელნი და ამჟამად მაკრონის ეპოქის საფრანგეთი. ასე რომ დასკვნა მარტივია – ვინც იხდის, ის უკვეთავს “დასკვნა-შეფასებებს” – წერს აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს