„ნაცი აქტივისტი, ტიტუშკა” – მეგი დიასამიძეზე

ირაკლი დაკავებული აქტივისტის წინააღმდეგ – “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ბანერზე წარწერის გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებულ 23 წლის მეგი დიასამიძეს „ნაცი აქტივისტი, ტიტუშკა” უწოდა.
მისივე მტკიცებით, სხვისი ქონების დაზიანება, თუ შესაბამისი ნივთი 150 ლარზე მეტის ღირებულებისაა, სისხლის სამართლის დანაშაულია.
ჩვენ არ მოგვიგონია, 35 წელია ასეა. თუ აქამდე არ ყოფილა, ეტყობა, პირველი პრეცედენტია. [სამი დაკავებულიდან] აქედან ერთი პირი არის ნაცი აქტივისტი, ტიტუშკა, რომელმაც დააზიანა… სამი დაკავებულიათქო. აქედან 2 არის ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, მაგრამ სამართალი ყველას მიმართ უნდა მოქმედებდეს თანაბრად”- თქვა მან.
კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით 23 წლის მეგი დიასამიძე დააკავეს. მას ბრალად ედება სსკ-ის 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურება. მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო