ნაცისტური ფაშიზმი დავამარცხეთ, მაგრამ დღეს ისევ ფაშიზმს ვებრძვით, ოღონდ – ლიბერალურს

ნაცისტური ფაშიზმი დავამარცხეთ, მაგრამ დღეს ისევ ფაშიზმს ვებრძვით, ოღონდ – ლიბერალურს
„განვლილმა დღეებმა დაგვანახა, რომ ლიბერალური ფაშიზმის საფრთხე რეალურია. ჩვენ ვხედავთ ახალგაზრდა თაობის ნაწილს, რომელიც უკვე ამ ტალღამ წაგვართვა და სანამ ეს ტალღა ცუნამად გადაიქცევა, თამამი და გაბედული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, სწორედ ისეთი, როგორსაც დღეს ხელისუფლება ახორციელებს.“– ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი წერს. ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მსოფლიო უკვე ლიბერალურ ფაშიზმს ებრძვის.
„დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. გილოცავთ ყველას და ვულოცავ მთელს მსოფლიოს. განსაკუთრებით ვულოცავ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს. დღეს კიდევ უფრო მეტად ვაანალიზებთ, თუ რა საფრთხე აიცილა მსოფლიომ და განსაკუთრებით, ევროპამ. ნაცისტური ფაშიზმი დავამარცხეთ, მაგრამ დღეს ისევ ფაშიზმს ვებრძვით, ოღონდ – ლიბერალურს. იმ ფაშიზმზე უფრო სასტიკი ლიბერალური ფაშიზმია, გაცილებით მეტს კლავს და ანადგურებს თაობებს. მეორე მსოფლიო ომში ათობით მილიონი ადამიანი დაიღუპა, ლიბერალური ფაშიზმი კი იდეოლოგიით კლავს ასობით მილიონ ადამიანს და ანადგურებს სახელმწიფოების ეროვნულ იდენტობას.
წარმოიდგინეთ, ერთი საუკუნე გავიდა და კიდევ წყლულად ადევს იმ ფაშიზმის კვალი ევროპას. რამდენი საუკუნე უნდა გავიდეს, რომ ლიბერალური ფაშიზმის მიერ მიყენებული გამანადგურებელი ზიანი ქვეყნებმა აინაზღაურონ? დღეს საქართველო ორივე, ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის იბრძვის. ეს ბრძოლა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე თუნდაც საუკუნის წინ, ფაშიზმის წინააღმდეგ. განვლილმა დღეებმა დაგვანახა, რომ ლიბერალური ფაშიზმის საფრთხე რეალურია. ჩვენ ვხედავთ ახალგაზრდა თაობის ნაწილს, რომელიც უკვე ამ ტალღამ წაგვართვა და სანამ ეს ტალღა ცუნამად გადაიქცევა, თამამი და გაბედული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, სწორედ ისეთი, როგორსაც დღეს ხელისუფლება ახორციელებს. “ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.
Previous: ბრძოლა გააჩაღებინეს მამებთან შვილებს და რის გამო? რომელი იდეის ირგვლივ აერთიანებენ ჩვენს მომავალ თაობას? სამშობლოს სიყვარულის ნაცვლად, სიძულვილს ასწავლიან!

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოსთვის მიგრაციის მართვა არა მხოლოდ შიდა პრიორიტეტია, არამედ ჩვენი საერთაშორისო სამართლებრივი ჩართულობის ძირითადი ელემენტი და ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულება“

განათლება არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, ის არის რეგიონალური განვითარების მამოძრავებელი ძალა და პირველად, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში განათლება ხდება სრულიად უფასო, რაც ჩვენი ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგია